პირველი არხის ვებ-რესურსი
ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, ბევრი იცვლება და კიდევ კარგი იცვლება უკეთესობისკენ, მაგრამ ზოგიერთისთვის ცხოვრება როგორც იყო წინა საუკუნეში ასევე დარჩა. დღეისათვის საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, იგივე საზოგადოებრივი არხი წინა საუკუნის მაუწყებლობით ჩნდება ინტერნეტში. გარდა იმისა რომ ვებ-რესურსი არ არის დინამიური და არ იყენებს რაიმე პროგრამირების ენას (აწყობილია უბრალო HTML ების მეშვეობით), ასევე არ იყენებს კარგახანია სტანდარტად მიღებულ უნიკოდ შრიფტებს, კერძოდ UTF-8 კოდირების, ან sylfaen-ს ან Glaxo-ს. კიდევ ასატანი იქნებოდა ეს ფაქტი რომ არა დამატებითი მოუხერხებლობა, საიტზე არც კი არის მითითებული გამოყენებული შრიფტების ჩამოქაჩვის შესაძებლობა. საინტერესოა როგორ აპირებენ ამ ტელევიზიის მესვეურები, ან ყოველკვირეული პროგრამების განთავსებას, ან სხვადასხვა პროგრამებისა და ფილმების ანონსირებას. ბეჭდვითი ვერსია | 02-06-2006, 12:15:00 | |