მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows XP-ს ქართული ენის LIP ფაილი

დღეს ფოსტაზე მივიღეთ ერთერთი მკითხველისგან წერილი, რომელშიც შემოთავაზებული იყო აღნიშნული ფაილი. მოკლედ კომპანია UGT კი შეგვპირდა რომ 1 ივნისს ეს ფაილი ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ მათ საიტზე ასეთი რამ ჯერ წარმოდგენილი არ არის.  ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით შემოთავაზებული შესაძებლობისთვის პიროვნებას სახელად ”irmisnaxtomi”. ცოტა არ იყოს უცნაური სახელია, როგორც ვიცით ასეთი სახელით და შესაბამისი პროგრამის ეგიდით ხორციელდება ქართული სასწავლებლების გაქართულებული Linux-ითა და კომპიუტერებით აღჭურვა. რა ვქნათ ასეთი სახელი დაირქვა ამ კაცმა. შემდეგში თუ სურვილი ექნება თვითონ გამოჩნდება აქ (ისე სასურველი არის).

ახლა თვითონ პაკეტზე. პროგრამა წარმოადგენს LIP (Language Interface Pack ) პაკეტს. ანუ იგი აქართულებს სისტემას ზედაპირულად მაქსიმუმ 80%-ით. MUI-სგან განსხვავებით რომელიც მთლიანად ბირთვს ცვლის. UGT-ს სპეციალისტებმა რატომღაც ამ მეთოდს მიმართეს. შედეგად პაკეტის ინსტალირება და ამოინსტალირება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ შეუძებელია სხვადასხვა პროფილებში სხვადასხვა ენების დაყენება, თუ ეს პაკეტი დაყენდა ყველა პროფილში ერთიანი ენა იქნება.

უსიამოვნო ფაქტორი
სამწუხაროდ გამართლდა ყველაზე ცუდი პროგნოზი, თუ გახსოვთ (და თუ წაიკითხეთ ჩვენი სტატია ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი) კომაპნია UGT-ს მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ვიკითხეთ ხომ არ იქნება ამ პაკეტში ვალიდაციის სისტემა ჩაყოლებული, როგროც კომპანიის წარმოადგენლებმა გვითხრეს ეს მხოლოდ Microsoft-ის პრეროგატივაა და ქართული კომპანიები Microsoft-ის პოლიტიკაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ.



სამწუხაროდ კომპანია MS-მა ამ ვერსიაში ვალიდაციის აუცილებლობა გვაჩუქა. შედეგად პაკეტი ინსტალირდება მხოლოდ ოფიციალურ Windows XP SP2-ზე.  სხვა ვერსიებზე პაკეტი იტყობინება რომ იგი შესაბამისი ვერსიისთვის განკუთვნილი არ არის. ჩვენ უკვე აქტიურად ვცდილობთ გვერდის ავლის რაიმე კონკრეტული მექანიზმი მოვძებნოთ. სამწუხაროდ საინსტალაციო კალკეტის დაშლა სასურველ შედეგს არ იძლევა. პაკეტში სხვა გამშვები ფაილი არ არის და ყველა ფაილის ხელით კოპირება ცოტა არ იყოს მოუცერცებელია (გარდა ამისა რამდენი სკრიპტია შესრულებაზე გასაშვები), მითუმეტეს უცნობია სად რა უნდა იყოს კოპირებული.  ამ გზასაც ვიხილავთ შეიძლება ახალი ინსტალერი ავაწყოთ თუ გაამართლა.

იმედია მანამდე კომპანია UGT შეპირებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, დიდი იმედია რომ ამ ვერსიაში არ იქნება ვალიდაცია აუცილებელი. როგორც ვიცით 1 ივნისს უნდა ყოფილიყო BETA ვერსია, რომლის გადახედვა- შემოწმებაში ყველა მსურველს უნდა მიეღო მონაწილეობა. რეალურად როგორ იქნება საქმე არ ვიცით (თუ ასე გაგრძელდა საქმე ყველა მსურველი აღნიშნული ვერსიის გატესტირებას ვერ მოახერხებს). წარმოდგენილი ფაილი არის სავარაუდოდ ის ვერსია, რომელიც პრესკონფერენციაზე იყო წარდგენილი, ანუ მთლად BETA არ არის და არც ALPHA ვერსიაა. მოკელდ მსურველები მიცუნცულებენ ჩვენი ჩამოქაჩვის ცენტრში და აღნიშნულ ფაილს ქაჩავენ.

Windows XP-ს ქართული ენის LIP ფაილი  ქართული ენის ფაილის ჩამოქაჩვა Windows XP SP2-ისთვის

გარდა ამისა ყველა შესაძლებელი შემოთავაზება, კითხვა და განხილვა შეგიძლიათ დატოვოთ ფორუმზე შესაბამის თემაში. კარგი იქნება თუ აქტიურად მიირებთ საკითხის განხილვაში მონაწილეობას ეგებ ერთაინი ძალებით შევქმნათ ყველასათვის სასურველი, თან ისეთი როემლიც ბიძლია ბილის დიდ ამბიციებს ნაკლებად დააკმაყოფილებს. ბოლო ბოლო რეალურად შევხედოთ სიტუაციას რამდენს აქვს საქართველოში ოფიციალური ვერსია? მგონი ძლაიან ცოტას.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-06-2006, 20:32:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2