COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Computex `2006: DDR2 1250 მეგაჰერცი Corsair-ისგან

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=308


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Computex `2006: DDR2 1250 მეგაჰერცი Corsair-ისგან

Computex `2006-ზე Corsair-მა წარმოადგინა მეხსიერების მოდულები რომლებიც მუშაობდნენ 1250 მჰც სიხშირეზე. ეს სიხშერე შეესაბამება PC10000 სტანდარტს. რაც შეეხება ლატენურობას იგი არც ისე მაღალია ამ სიხშირის მეხსიერებებისთვის და შეადგენს 5-5-5-18 2Т. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდულები ოვერლოკირებულები იყვნენ, რადგან JEDEC-ის სპეციფიკაციების გათვალისწინებით DDR2-ის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 800 მჰც-ს. ეს მოდულები კი რეალურად მიეკუთვნებოდნენ PC6400 სტანდარტს CL4-ით.


Corsair-ი გვპირდება, რომ იგი მალე გამოუშვებს ახალ მეხსიერების მოდულებს სტანდარტით PC9600, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ახალი მეხსიერების მოდულების სტაბილური მუშაობისთვის რეკომენდირებულია აქტიური გაგრილების სისტემის გამოყენება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-06-2006, 11:24:00 | Power_VANO
   

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.