KGB Archiver 1.2.0.23
ჰოო რას არ გაიგებ კაცი ჩვენს ცხოვრებაში :-) აგერ ბატონო გამოვიდა KGB-ს აგენტების არქივატორი. მოკლედ თუ რუსეთის აგენტურაზე მუშაობს ეს არქივატორი თქვენია :-), თითქოსდა WINRAR_ის შემდეგ რაღა უნდა გამოჩენილიყო? მაგრამ გამოჩნდა 7ZIP-ი, რომელსაც უკეთესი არქივირება და კომპრესია ახასიათებს. თითქოსდა მეტად მონაცემების შემცირება შეუძებელი იყო, მაგრამ აგენტები მუშაობენ ბატონო, მუშაობენ.

შედეგად შეიქმნა უფასო ახალი არქივატორი, რომელსაც გააჩნია უკეთესი კომპრესია, ერთერთი ძლიერი შიფრირება და რაც მთავარია მთელ საქმეს ჩქარა აკეთებს, მაგრამ მოთხოვნილებებიც აქვს, მინიმუმ 256 მეგაბაიტი ოპერატიული (სასურველია თავისუფალი) და 1,5 გიგაჰერცი პროცესორი, აბა KGB-შნიკები კარგს და მოხერხებულს რას გააკეთებდნენ, რაღაც მოუქნელუი უნდა იყოს :-)
ესეც რუსი კაკებისტების არქივატორი:
KGB Archiver 1.2.0.23 1,1 მეგაბაიტი
ბეჭდვითი ვერსია | 30-04-2006, 13:34:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|