მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 25

დიდი დაგვიანებით, მაგრამ გამოვიდა გამოვიდა ჩვენი 25-ე ბეჭდვითი ჟურნალი. ზოგი სულმოუთბენლად ელის, ზოგი კი არ ელის. მაგრამ ჩვენ მაინც ვუშვებთ.
რა თქმა უნდა ჟურნალში ბევრი საინტერესო თემაა განხილული, ზოგი დაიწუნებს, ზოგს ერთი თემა მოეწონება, ზოგს ორი, ზოგს მთლიანი ჟურნალი. გემოვნებაზე არ დავობენო,  მაგრამ ერთი გარანტირებულად ვიცი, ისეთივე დიდი კონკურსი აღარ არის როგროც წინა ნომერში იყო, იუბილემ ჩაიარა და ახლა მოკრძალებული კონკურსების დრო დადგა :-)

მოკლედ მსურველევი ვნახულობთ და ვიძენთ ახალ ნომერს, ვკითხულობთ და შემდეგ როგორც წესი ჩვენს ფოსტას კითხვებით ავსებთ :-) თქვენ ამ სიტუაციას მიეჩვიეთ, ჩვენც თქვენს წერილებს ველოდებით, თუმცა ამ ბოლო დროს აშკარად ვეღარ ვერევით კორესპონდენციას. მოკლედ მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ ჟურნალში განხილულ თემებს.



ჟურნალში კი იხილავთ შემდეგ საინტერესო თემებს:

Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

HDTV: ხარისხიანი გადაცემა თუ ხარისხიანი ტელევიზორი?
ახალი ხარისხის ტელევიზორები და ტელევიზია, როგორი გარჩევადობა აქვს და რას გვთავაზობს, იქნება თუ არა საქართველოში შესაბამისი მაუწყებლობა და საერთოდ როდის გაჩნდა პირველად მაღალი ხარისხის ტელევიზია.

გაქართულებული სისტემა
პირველად ამ პლანეტაზე გამოჩნდა გაქართულებული Windows XP. ჩვენ ვაკვირდებოდით რამდენიმე ათეულ მომხმარებელს რომელსაც აღნიშნული ქართული ინტერფეისი დავუყენეთ ყველა გახარებულია, მაგრამ არიან მომხმარებლებიც, რომლებიც იწუნებენ გაქართულებულ სისტემას. ისმის კითხვა ამართლებს თუ არა სისტემის გაქართულება და რამდენად კორექტულად არის ყველაფერი გადათარგმნილი.

 SATA/RAID დრაივერების ინტეგრირება საინსტალაციო პაკეტში
ახალი ტიპის დედა დაფებში გვხვდება ახალი ტიპის კონტროლერები, სტანდარტული Windows-ის საინსტალაციოი  ინტეგრირებული SP2-ითაც კი, ვერ ხედავს ამ კონტროლერებს, შესაბამისად ვერ ხედავს დისკებს, როგორ ავუაროთ ამ პრობლემას გვერდი და როგორ გავამზადოთ შესაბამისი საინსტალაციო პაკეტი.

GPRS – კავშირი რომელმაც სამყარო გააგიჟა
მობილური ინტერნეტი სულ უფრო აქტუალური ხდება, სამწუხაროდ საქართველოში Wi-Fi-მ დიდი გავრცელება ვერ  ნახა,  დაგეგმილი Wi-MAX-ის გეგმებიანად ჩაიძირა, არა და ნოუთბუქის მომხმარებლებს ინტერნეტი საკუთარი ოფისის გარეთაც სჭირდება, აქ ერთადერთი გამოსავალი მობილური ტელეფონი და GPRS სტანდარტია, მაგრამ რამდენად ამართლებს ეს ტექნოლოგია და რა გვიჯდება მისი მოხმარება...

 Windows Vista-იზმი, ანუ ახალი შესაძლებლობები
ახალ ოპერაციულ სისტემა სულ უფრო ახალ-ახალი შესაძლებლობები ემატება, საინტერესოა წინასწარ იცოდე რა შესაძლებლობები გექნება ახალ სისტემაში, ღირს თუ არა მისი გამოყენება, იქნებ ძველი ოპერაციული ჯობია და სულაც არ გჭირდება ახალ სისტემაზე გადასვლა.

პლეერთაშორისი ომი
ამ ბოლო დროს თბილისის ბაზარზე სულ უფრო ახალ ახალი პლეერები ჩნდება, ზოგი იაფი, ზოგი ძვირი, ზოგი ლამაზი და ზოგიც მახინჯი. რაც მთავარია ზოგი ძალიან შეზღუდულია, ამ ფონზე კარგია იცოდე რომელი პლეერი რის შესაძლებლობას გაძლევს თან რაც მთავარია ყველანაირი სარეკლამო ტრიუკების გარეშე.

საიდუმლო RSS კოდი
შედარებით ახალი, მაგრამ როგორც წესი კარგახნის დავიწყებული სტანდარტი, რომელიც გვაძლებს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიგოთ ახალი ამბები საიტზე შესვლის გარეშე, როგრო კეთდება ეს და რაში გამოიყენება საიდუმლო RSS კოდი.

პატარა თუ დიდი, ან იქნებ მოხერხებული?
დიდი ინტერნეტი უზომოა, მისი ჩამოქაჩვა შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს მიერ განთავსებული სურათები იმდენად უზომოა, რომ მომხმარებელი ჩვენი საიტებიდან გარბის, რომელი ტიპის სურათი ჯობია, რომელს ვიყენებთ და როგორ. ოპტიმიზაცია და ვებ-დიზაინის პატარა საიდუმლოებები.

კომპიუტერო -  გამიხსენი ფანჯარა
ფანტასტიკის რომანებში ცენტრალური პროცესორი, იგივე კომპიუტერი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის სიტყვიერ ბრძანებებს ასრულებს, მართალია ბევრს ჰქონია, რომ ეს მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებშია შესაძლებელი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათმა საყვარელმა Windows XP_მაც იცის როგორ შეასრულოს სიტყვიერი ბრძანებები, მთავარია მონდომება, კომპიუტერის მერხთან ჩამოსმა, მისთვის ალფავიტის ახსნა და...

Wi-Fi - უმავთულო კავშირი
როგორ შეიქმნა, რა სიჩქარეებს გვაძლევს და საერთოდ რამდენად ღირს ეს ტექნოლოგია, არის თუ არა ჩვენი ქსელები ისეთი დაცული როგორც  გვპირდებიან თუ ეს ყველაფერი მითია.

ციფრული გზავნილი სიავე და სიკეთე ერთ ფლაკონში
ქართველ ვებ-დიზაინერებს ხშირად სიტყვა გზავნილი საშინელებად მიაჩნიათ, უნდა დაჯდე და სათითაოდ დაუგზავნო ყოველ ხელმომწერს წერილები, ან ერთიანად უგზავნი ყველას წერილს, ამასობაში შეუძლებელია ახალი ხელმომწერების აგროვება, ან მათი ავტომატური ბაზიდან ამოშლა, როგორ კეთდება ყველაფერი ეს მარტივად და უფასოდ.

Windows Vista-capable მზად არის თქვენი კომპიუტერი?
იმისათვის, რომ გაიგო მზად არის თუ არა შენი კომპიუტერი ახალი სისტემისთვის შენი კომპიუტერი სპეციალური უტილიტათი უნდა გატესტო, მაგრამ წინასწარ ჯობია ვიცოდეთ რომელი კლასის კომპიუტერი უნდა გვქონდეს და რომელი კლასის Windows Vista-ზე შეიძლება გვქონდეს იმედი.

მართვა ელ-ფოსტით
კომპიუტერების მართვა მრავალნაირად შეიძლება, შეიძლება Remote Desktop-ის გამოყენება, პოპულარული Remote Admin-ის გამოყენება, ან შეიძლება უბრალო საფოსტო ყუთით კომპიუტერის დისტანციაზე მართვა, როგორ შეიძლება ეს, რა შესაძლებლობები გვაქვს და რამდენად ამართლებს ასეთი სახის მართვა.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-06-2006, 17:05:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 2.5


გამოხმაურება

ბათუმში აშკარად ჩამოქავთ თან არა ერთი ათეული/ მოაქვს 3 ფირმას, მაგრამ ახლა თუ ეგენი მანდ ანაწილებენ ცუდად რა ვუყო, მანდ ხომ არ ვსდევ სათითაოდ გამყიდვლებს?
21-06-2006, 23:27:38 |

აა ხო მეთქი დუმბაძეზე :)

(სორი ოფისთვის)
21-06-2006, 14:03:25 | ducha

მუხიანში ნონეშვილზე ან ახმეტელის მეტროდან რომ გადმოხვალ პადზემკიდან 45-ების და 144-ების გაჩერებასთან რომაა ჯიხური გაზეთების იქაც იყიდება ხოლმე.
21-06-2006, 14:00:45 | Power_VANO

yovel dge veli da agar eshvela batumshi chamosvla am gazets! cota didi tirajit gamoushvit ra!
21-06-2006, 11:38:13 | jinjer

დილასვე ვყიდულობ
მაგარია ძაან

Power_VANO მუხიანში სად ჩითავ ხოლმე მაგ ჟურნალს მე ვერ ვნახე ვერსად ტოო... :)
21-06-2006, 01:04:53 | ducha

ჩემი სახლის წინაც იყიდება მუხიანში :) სპეციალურად ჩემთვის მოაქვს ხოლმე გამყიდველს
20-06-2006, 22:17:18 | Power_VANO

bum
კაი გეუბნები გარანტირებულ ადგილებს:
- მეტრო მარჯანიშვილის გამოსასვლელის წინ დახლებზე იყიდება
- რუსთაველის მეტროს შესასვლელთან არსებულ დახლზე
- გამომცემლობა "სამშობლოს" წინ არსებულ დახლებზე
- მეტო ვარკეთილის თავზე არსებული ჯიხურში.

ეს წერტილები გარანტირებულად ვიცი. ისე კი ლამის ყველა ჯიხურშია. და უმრავლესობა დახლებზე
20-06-2006, 20:58:48 |

სად იყიდება ეს ჟურნალი მითხარით რა ოღონდ არ მითხრათ ყველგანო რადგანაც ვერსად ვერ ვნახეეეეეეეეე
20-06-2006, 17:58:48 | bum

მაგარია მაგრა გამისწორდა დიდი ხანია ველოდებოდი
20-06-2006, 10:09:28 | zviadi7

dzalian kargia
20-06-2006, 07:25:57 | arex

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.