COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » AMD Socket AM2 გაყიდვაში გამოჩნდა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=350


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD Socket AM2 გაყიდვაში გამოჩნდა
დაახლოებით ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც AMD-მ ახალი პროცესორების სერია AMD Socket AM2 წარმოადგინა. ახალი პროცები უკვე იყიდება მაგრამ საქართველოში როდის შემოვა ღმერთმა იცის. თან ფასები არც თუ ისე მაღალია, მაგალითად ახალი Athlon 64 3500+ დაახლოებით 200$ ღირს. დედაპლატების მწარმოებლები იწყებენ ახალი დედაპლატების წარმოაბას ახალი პროცესორებისთვის. დედაპლატები მზად აქვთ გამოსაშვებად MSI-ს, ASUS-ს და Foxcon-ს. ასე რომ, ზაფხულში დიდი ბრძოლები გაიმართება. ასევე ივლისში ინტელი წარმოადგენს ახალ პროცესორების სერიას Intel Conroe-ს და იმავე დღეს AMD-ს პროცებზე ფასთა შემცირებაა დაგეგმილი. მოკლედ, ზაფხულშიც კი არ გვასვენებენ მწარმოებლები უშვებენ ახალ აპარატურას, რომელსაც რათქმაუნდა ტესტირება სჭირდება. მოკლედ, დიდი ომი ახალ სტადიაში შედის! ზაფხულში დიდი ციებ-ცხელება გველის!



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-06-2006, 22:28:00 | Power_VANO
   

გამოხმაურება

ეხხ როდის გამიფუჭდება ეს პ4 რო ამდ ვიყიდოო:D
21-06-2006, 00:54:28 | ducha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.