მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
HDMI 1.3 - საბოლოო ვერსია

გამოჩნდა ინფორმაცია ახალ სტანდარტთან დაკავშირებით,  შემუშავებულია HDMI 1.3 სტანდარტი, რომელმაც უნდა შეცვალოს არსებული მონიტორეიბის კომპიუტერთან შერთების სტანდარტი. ადრინდელი 1,1 სტანდარტისგან განსხვავებით ახალ სტანდარტში შეცვლილია ფერების და სიღრმის გადმოცემა. 1,1 სტანდარტი ითვალისწინებდა მხოლოდ 24 ბიტიან პალიტრას, ახალი სტანდარტი კი ითვალისწინებს 30-ბიტი, 36-ბიტი და 48-ბიტს.

გარდა ამისა სტანდარტი HDMI 1.3 ითვალისწინებს ფერების გადმოცემის ახალ სტანდარტს xvYCC, ეს არის გაუმჯობესებული სტანდარტი YCbCr, მას ასევე აქვს ორჯერ გაზრდილი სინქრონიზაციის სიხშირე, 340მეგაჰერცი 165-ის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად გაიზარდა ინფორმაციის გატარების სისწრაფე 4,95 გიგაბიტიდან 10,2 გიგაბიტამდე წამში.

გარდა ამისა ახალ სტანდარტში გათვალისწინებულია აუდიო ინფორმაციის გადაცემა, სხვათაშორის დღესდღეისობით არსებული სტანდარტისთვის აუდიო ფორმატის მხარდაჭერის არ ქონა საკმაოდ სერიოზულ ნაკლად ითვლება (მონიტორებს მხოლოდ ვიდეო სიგნალი გადაეცემათ), განსაკუთრებით ეს მაღალი ხარისხის ტელევიზიის შემთხვევაში იჩენს თავს. ამიტომ ახალ სპეციფიკაციაში დამატებული აუდიო ფორმატის მხარდაჭერა, ასე მაგალითად HDMI 1.3-ში დამატებულია Dolby HD და DTS-HD  სტანდარტები. გარდა ამისა ახალი სპეციფიკაცია ითვალისიწნებს ახალ მინი შესაერთებლის სტანდარტს (მინი USB-ს ვარიანტში), რომელიც მოხერხებულია და გამოყენებული იქნება მინიატურულ აპარატურაში, ისეთებში როგორიცაა, ჯიბის კომპიუტერები და მინი პლეერები, თუმცა შეიძლება მან გამოყენება მობილურებში და ნოუთბუქებშიც ნახოს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-06-2006, 10:13:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.