COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Western Digital-ი დამნაშავედ სცნეს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=415


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Western Digital-ი დამნაშავედ სცნეს

კომპანია Western Digital -ი იძულებულია თავისი დისკების მომხმარებლებს 30$-იანი პროგრამული უზრუნველყოფა უფასოდ შესთავაზოს. ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას რომ კომპანიას სენტიმენტალურმა გრძნობებმა აიძულა მომხმარებლებისკენ  კეთილი თვალით გაეხედა.  პრაქტიკულად სასამართლომ აიძულა კომპანია ასეთ ნაბიჯზე წასულიყო, საქმე კი ვინჩესტერების ზომის მარკირებაშია. ყველამ ვიცით, როდესაც ვყიდულობთ ვთქვათ 80, ან 120 გიგაბაიტიან, ან ნებისმიერი სხვა ზომის ვინჩესტერს ზომაშჳ აუცილებლად ვაგებთ, მაგალიტად 80GB ვინჩესტერის შემთხვავეში 80 გიგაბაიტის მაგივრად ვიღებთ 74-76 გიგაბაიტს (გააჩნია მწარმოაბელს), თუ ყიდულობთ 120 გიგაბაიტიან დისკს ვიღებთ 112-113 გიგაბაიტს და ასე შემდეგ, ეს სიტუაცია გრძელდება პირველი ერთგიგაბაიტიანი დისკების გამოშვების დღიდან, მაგრამ ასეთ მოტყუებას ბოლო მოეღო.

 

საქმე იმაშია რომ დისკების მწარმოებლები და კომპიუტერული სამყარო სხვადასხვანაირად ითვლიან დისკების მოცულობას. ასე მაგალიტად როდესაც ჩვენ ვწერთ 1 კილობაიტ ინფორმაციას ვგულისხმობ რომ დისკზე ჩავწერეთ 1024 ბაიტი ინფორმაცია, როდესაც ვწერთ 1 მეგაბაიტს ვგულისხმობთ რომ ჩავწერეთ 1024 კილობაიტი, 1 გიგაბაიტის შემთხვევაში კი ჩავწერეთ 1024 მეგაბაიტი, ყველაფერი ეს ნიშნავს იმას რომ 1 გიგაბაიტში ჩვენ ჩავწერეთ 1,073,741,824 ბაიტი, მაგრამ დისკების მწარემობლები თვლიან რომ ერთ გიგაბაიტში არის 1,000,000,000 ბაიტი. გასაგებია რომ წარმოებული დისკი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის გამო დავა დიდიხანია მიმდინარეობს და აი ბოლოს მომხმარებლების ჯგუფს ყელში ამოუვიდა და კომპანია Western Digital-ს უჩივლა, ჩივილის მიზეზი კი იყო ის რომ კომპანია თავისი სარეკლამო განცხადებით ცდილობდა მომხმარებლები შეცდომაში შეეყვანა.



პროცესი მოგებულია და დისკების მწარმობელი კომაპნია იძულებულია ყველა Western Digital-ის დისკების მომხმარებელს აუნაზღაუროს ტყუილი. ვისაც ამ ფირმის დისკებიგაქვთ შეგიძლიათ შეხვიდეთ აი ამ მისამართზე, გაიაროთ რეგისტრაცია და უფასოდ მიიღოთ 30 დოლარიანი რეზერვული კოპირების პროგრამა. იჩქარეთ რეგისტრაცია 16 ივლისამდე უნდა მოასწროთ.

საქმემ კი გართულება გამოიწვია, კერძოდ ამიერიდან კომაპნია ვალდებულია დისკებზე მიუთითოს რომ დამრგვალებული ციფრი და რეალური ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს გამოწვეულია ათვლის სხვადასხვა სისტემით, ამ მეთოდს სასწრაფოდ მიმართა ყველა სხვა მწარმოებელმა მაგრამ როგორც ჩანს დააგვიანეს, საჩივარი უკვე შეტანილია და ახლა განიხილება Seagate Technology-ს ბედი. მოკლედ პრეცენდენტი უკვე არის ასე რომ დისკის მწარმეობლებო დაწექით :-). ეს საკითხი პირადად მაინტერესებს რას მოვიგებ 2 ცალი Seagate-ის დისკიდან ძალიან საინტერესოა :-), სხვათაშორის საქართველოში ამ ფირმის დისკები ყველაზე მეტად არის გავრცელებული.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-07-2006, 08:45:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

მეც მაქვს სიგეიტის 120 გეგაბაიტიანი სატა და ველოდები მეც :))))
01-07-2006, 12:47:47 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.