COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Office 2007 უფრო გვიან ვიხილავთ ვიდრე ვფიქრობდით

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=420


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Office 2007 უფრო გვიან ვიხილავთ ვიდრე ვფიქრობდით

კომპანია Microsoft-ი იტყობინება რომ მისი ახალი საოფისე პაკეტის გამოშვება გადადებულია და ცოტათი მოგვიანებით გამოვა, თუმცა არ ზუსტდება თარიღი, უბრალოდ პრეს რელიზში ნათქვამია რომ პროდუქტი გამოვა 2007 წლის დასაწყისში. თავიდან განცხადებული იყო რომ კომპანიები პროდუქტს კომპიუტერებზე დასაინსტალირებლად მიიღებდნენ ოქტომბერში, ხოლო საცალო ვაჭრობაში პაკეტი 2007 წლის იანვარში გამოვიდოდა.

პროდუქტის რელიზის გადადების მიზეზი გახდა ღია BETA ტესტირება, ალბათ გახსოვთ პაკეტის ჩამოქაჩვას ჩვენც გთავაზობდით. მოკლედ მსოფლიო ტესტერების მიერ აღმოჩენილი შეცდომების და გამოხმაურების შემდეგ გასაგები გახდა, პაკეტში ბევრი რამ არის შესაცვლელი, შესაბამისად საჭიროა დრო. საბოლოო რელიზამდე იგეგმება კიდევ ერთი BETA ვერსიის გამოშვება, რომლის ჩამოქაჩვაც ისევ ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძებელი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საბოლოო თარიღის დასახელება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-07-2006, 11:58:00 |
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.