ახალი კლავიატურა Windows VIsta-სთვის
კომპანია Microsoft-მა ანონსირება გაუკეთა ახალ კლავიატურას, რომელიც რეკლამირებულია როგროც Windows Vista-ს კლავიარურა. გარეგნულადაც და შიგნეულობითაც კლავიატურა მართლაც მოდიფიცირებულია. პირველი არის ის რომ აპატარურა დისტანციაზე მუშაობს და არ საჭიროებს კაბელებს, კავშირი კომპიუტერთან მყარდება Bluetooth კავშირით, მომხმარებელს კომპიუტერისგან შეუძლია 9 მეტრის დაცილებით იყოს, უბრალოდ ამ მანძილზე მონიტორზე ვერაფერს გაარჩევთ :-). ასევე კომპლექტში მოდის ერთი უმავთულო თაგუნია. აპარატურას გარდა ამისა გააჩნია ახალი თვისებები, პირველი ის არის რომ გადაადგილებულია ცენტრში ღილაკი Windows. დამატებულია ახალი ღილაკი Media Center გასაგებია რომ მედია კონტენტი ახალ Windows-ში ლამის პირველ ადგილზეა გადმოწეული. გარდა ამისა კლავიატურას გააჩნია თვითნათების ფუნქცია, თან ანათებს მხოლოდ მაშინ როდესაც მომხმარებელი ეხება და ნათებას არეგულირებს ოთახის სიბნელის მიხედვით, ანუ ნათელ ოთახში ნაკლებად ანათებს, ხოლო ბნელ ოთახში კი ბრწყინავს :-), კომპანია Microsoft-ი თავის საიტზე შესაბამის ფლეშ რგოლსაც გვთავაზობს, მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ შესაბამის საიტს. ![]() |
|
კაი მესმის კარგი რაგაცააა მაგრამ ამის ფფასი რა არის ! მემგონი არააა მითითებული ...... თუ დაწერთ მადლობელი ვიქნები