Intel ფასთა ვარდნა 23 აპრლიდან
მოკლედ ყველას ვინც აპირებთ ამ უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში ახალი პროცესორის შეძენას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი ინფორმაცია: კომპანია intel_ი აცხადებს მომდევნო ფასდაკლებას, რომელიც ძალაში შევა 23 აპრილიდან, სავარაუდოდ ფასთავარდნა კიდევ რამდენიმე ეტაპად მოხდება, მაგრამ გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე, ყველაფერი ეს გამოწვეულია ახალი ბირთვის პროცეოსირს გამოსვლით.
იდეაში ახალი პროცეოსირე CONROE-ს ბირთვზე იძლევა 40-დან 80%-მდე მეტ წარმადობას. რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორიის ტესტერბის მიხედვით ამ პროცესორის კონკურენტი არ ყავს, საგრძნობლად უკან ჩამოიტოვა ამ პროცეოსრმა AMD-ს დღევანდელი TOP მოდელი და მომავალში გამოსასვლელი AM 2-ის სოკეტზე გათვლილი FX62. რეალურ ფაქტებს იმედია მალე ვნახავთ.
ამასობაში ცნობილია რომ ახალი CONROE-ს ბირთვზე აგებული პროცეოსრები აღჭურვილი იქნება 2 ბირთვით და 4 მეგაბაიტი ქეშ მეხსიერებით, პირველადი შეფასებით პროცეოსრის ფასი იქნება 550 დოლარი, ამ პროცესორთან მიახლოებული AMD-ს AM2-ზე გამოშვებული პროცეოსრის ფასი კი სავარაუდოდ 1250 დოლარს მიარწევს.
intel_ის ახალ ბირთვში შემცირებულია ენერგიის მოხმარება და სითბოს გამოყოფაც, მოკლედ ამ ყველაფრის შედეგად ცნობილი ერთი რამ ხდება, დღევანდელი პროცეოსრების ფასები საგრძნობლად უნდა შემცირდეს, შემოდგომისთვის კი სავარაუდოდ შეიცვლება ტერმინი: ”intel_ის პროცესორები ძვირია, ხოლო AMD-სი კი იაფი”, მგონი თუ ყველაფერი ისე წავა როგორც ანონსირებულია, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში დეფაქტოდ მიღებული ტერმინი პირველად შეიცვლება. მანამდე კი ვეცნობით ფასთავარდნის პროცენტულ განაკვეთებს.
ბეჭდვითი ვერსია | 09-05-2006, 16:59:00 |
|
თემას ეხება და ჩავსვამ ლინკს, რომელიც გვაჩვენებს განსხვავებას სხვადასხვა ტექნოლოგიის პროცესორებს შორის. intel - lead ahead