COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაცია

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=485


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაცია

8 ივლისს სასტუმრო Courtyard Marriot-ში გაიმართა შეხვედრა რომელზეც განხილული იყო საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობის საკითხები. შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოში IT დარგში მოღვაწე (კომპიუტერული ტექნიკის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი და გამყიდველი ფირმები, ინტერნეტ-პროვაიდერები, IT სერვის-ცენტრები, სასწავლო ცენტრები, სისტემური ინტეგრატორები, კონსალტინგური კომპანიები და სხვ.) ასევე  IT-ის აქტიურად მომხმარებელ ორგანიზაციათა (სატელეკომუნიკაციო და მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ბანკები და სხვ.)  წარმომადგენლები და კერძო პირები. როგორც ხედავთ არეალი საკმაოდ დიდია. სულ მოწვეული იყო 110 ადამიანი.

შეხვედრის ორგანიზატორები  ბატონი ლაშა შამათავა და თემურ ზარქუა, გამოვიდნენ სიტყვით და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებული პრობლემები, რომელიც პრაქტიკულად ყველამ ვიცით, განუვითარებელი სექტორი, უამრავი მოუწესრიგებელი პრობლემა და საკითხი, ახალგაზრდების სულ უფრო კლებადი ინტერესი საინფორმაციო ტექნოლოგიებთან, და სხვა.  პრაქტიკულად თუ ეს საქმე ახლავე არ იქნა ხელში აღებული და არ იქნება უახლოეს დროში მისი მოგვარების საკითხები განხილული საქართველოს ისედაც მწირი სექტორი, შეიძლება სულ მალე იმდენად ჩამორჩეს სხვა ქვეყნებს (მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს), რომ მათთან ჯანსაღი კონკურენცია პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

სრულად სტატია შეხვედრის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-07-2006, 12:52:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები