IT მრგვალი მაგიდა
დღეს ცნობილი გახდა 8 ივლის ჩატარებული შეხვედრების შედეგები. როგორც გახსოვთ, ჩვენ ვიტყობინებოდით რომ 8 ივლისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაციის ( ITC ) ჩამოყალიბების შესახებ. შეხვედრაზე დარიგებული იყო კითხვარები, სადაც შეხვედრის მონაწილეებს უნდა ჩამოეთვალათ კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მოკლედ რაში ხედავენ ასოციაციის საჭიროებას და რომელი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება ასოციაცია კონკრეტულად ამა თუ იმ ფირმას. იმის და მიხედვით თუ რომელი პუნქტი მიიღებდა უმეტეს ხმას გასაგები გახდებოდა რომელი ამოცანები უნდა იყოს მეტად პრიორიტეტული. ჩვენმა რედაქციამ ჩათვალა რომ მთავარია კომპიუტერულ კანონმდებლობაში აქტიური მონაწილეობა და აუცილებელია განათლების საკითხების რეგულირება (იგივე კადრების საკითხტან მიმართებაში). ზუსტად უცნობია რამდენად დანაწევრებულად არის წარმოდგენილი შევსებული კითხვარების შედეგები, მაგრამ თვითონ შედეგები გამოიყურება შემდეგნაირად:
ჯერჯერობით ისევ უცნობი რჩება ჩამოყალიბდება თუ არა საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაცია, მაგრამ ამოცანების წრე შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც უხეშ დონეზე უკვე განსაზღვრულია და ჯერ კიდევ არ შექმნილი ორგანიზაცია უკვე თავს ამართლებს თუნდაც ინფორმაციის ოპერატიული მოწოდების მხრივ. ასე რომ თუ ორგანიზაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა, დღესვე ხდება გასაგები რომ მისი მეშვეობით წევრების და საზოგადოებაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღებს ობიექტურ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე კომპიუტერული ცხოვრების შესახებ, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ძალიან დიდია. ბეჭდვითი ვერსია | 14-07-2006, 11:22:00 | |
|