nLite 1.0.1 - Final
განახლდა და საბოლოო რელიზის სახით გამოვიდა. მგონი გახსოვთ ჩვენი სტატია ამ პროგრამის შესახებ და გახსოვთ მისი აურაცხელი რელის კანდიდატების აღწერა. ვინც ეს სიამოვნება გამოტოვა აგერ იგივე აღწერას ვდებ, დანარჩენები კი ზედმეტი კითხვის გარეშე ვქაჩავთ ამ პროგრამას. ვიწყებ აღწერას თავიდან, ეს არის საკმაოდ საჭირო პროგრამა, ეს პროგრამა თქვენს ჭკუაზე გამზადებინებთ Windows-ის საინსტალაციო პაკეტს, მაგალითად შეგიძლიათ დაინსტალირების წინამოშალოთ საინსტალაციო დისტრიბუტივიდან Outlook-ი ან MSN Messenger-ი და ასე შემდეგ, შეგიძლიათ პირიქით ჩაამატოთ განახლებები, დრაივერები და ასე შემდეგ, ახლა Photoshop-ის და ამდაგვარი დიდი პროგრამების ინტეგრირებაზე ნუ იოცნებებთ, თუმცა მწარმოებელი იძახის რომ ამ ვერსიაში ასეთი რაღაცაც შეიძლება. მოკლედ ყველა ადმინს ეძღვნება, ან მოადმინო პიროვნებას. მოსინჯეთ არ გაგიჭირდებათ, იოლი გამოსაყენებელია, ყველაფერი ინტუიციურად მისახვედრია. ესეც ინტეგრატორი: nLite 1.0.1 - Final 1,85 მეგაბაიტი ბეჭდვითი ვერსია | 14-07-2006, 12:20:00 | |
|
lukatar
სამაგიეროდ გუგლის რეკლამაზე დაგიკლიკავთ ეხლა
ოო აი მაგაზე დიდი სპასო