COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » პროცესორი Cell და დიდი პრობლემები

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=515


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
პროცესორი Cell და დიდი პრობლემები

კომპანია IBM-მა გამოაცხადა გარკვეული ინფომრაცია, რის შედეგადაც ცნობილი ხდება რომ რეკლამირებული და უძლიერესი პროცესორ Cell-ის გამოშვება საკმაოდ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული, კერძოდ სრულიად მუშა პროცესორების გამოსვლა შეადგენს 10-20%-ს მთლიანი წარმოებისგან.  ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმაა წარმოებისთვის, მაგრამ როგროც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ ეს არის მხოლოდ Sony PlayStation 3-სთვის საჭირო რაოდენობა.  როგორ კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი რეკლამირებული სათამაშო კონსოლისთვის საჭიროა პროცესორი, რომელიც შედგება მრავალი ბირთვისგან. კონკრეტულად არსებობს ერთი მთავარი ბირთვი და 8 დამხმარე ბირთვი, საჭიროა რომ ძირითად ბირთვთან ერთად დამხმარე 8 ბირთვიც მუშაობდეს.

ამასობაში თუ რომელიმე დამხმარე ბირთვი არ მუშაობს ეს პრობლემას პროცესორისთვის არ წარმოადგენს, მაგრამ ასეთი ჩიპი გამოუსადეგარია თვითონ Sony PlayStation 3-სთვის. არადა ყველა ბლოკით 100%-ზე მომუუშავე პროცესორების გამოშვება აშკარად დაბალ დონეზეა. როგორც კომაპნია IBM-ის წარმომადგენლები აცხადებენ ეს გარემოება გამოწვეულია პროცესორის დამზადების ძალიან რთული ტექნოლოგიური პროცესით. როგორც ხვდებით წუნი ძლაიან ბევრია რის გამოც საერთოდ ვარგისიანი პროცესორების ფასი კატასტროფულად ზემოთ მიიწევს. ამჯერად კომაპნია მუშაობს საკითხზე თუ სად და რა საქმეში გამოიყენოს Sony PlayStation 3-სთვის უვარგისი და ამასობაში მუშა პროცესორები.

ჯერჯერობით გამოსავლად ითვლება სამედიცინო დარგი სადაც პროცესორ Cell-ის სრული სიმძლავრე საჭირო არ არის, მაგრამ რამდენიმე საკითხი მაინც გასარკვევია, კერძოს რომელ აპარატურაში ქინება ახალი პროცესორები გამოყენებული და ხომ არ გამოიწვევს განსხავვაებული სიმძლავრეები რაიმე გართულებას ამოცანების გადაწყვეტაში.

როგროც ხვდებით ეს ინფორმაცია აშკარად ამართლებს Sony PlayStation 3 დაგვიანების ვადებს და მის მაღალ ღირებულებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გასასამართლებელი საბუთი გეიმერებისთვის დიდი შეღავათი არაა, მითუმეტეს რომ გამოშვებული მუშაო პროცესორების სრული რაოდენობა ჯერჯერობით რეზერვირდება აშშ-ს სამხედრო უწყებისთვის, რეალურად სათამაშო კონსოლისთვის პროცესორები არ რჩება.  მოკლედ ახალი სათამაშო კონსოლის ფანატები ნელნელა გულდაწყვეტილები რჩებიან ქაღალდზე შეპირება არის და ბუნებაში კონსოლი არაფრით არ გამოჩნდა, ამასობაში კი XBOX 360-ი უკვე ლამის ერთი წელია გამოსულია და აურაცხელ მოგებას აძლევს კომაპნია Microsoft-ს. მიუხედავად მისი გარკვეული პრობლემებისა, კერძიდ მაღალი ტემპერატურისა, ეს კონსოლი მინიმუმ 6-8 თვე კონკურენტის გარეშე რჩება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-07-2006, 10:44:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

არა რა... როცა ერთი ადგილი არ გაქვს რამის გაკეთების არ უნდა გაახურო რომ უძლიერეს პროცებს ამზადებ. IBM არა XXX! ინტელ ფორევა :D
17-07-2006, 21:54:52 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.