COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Core 2 E4300 - vs - Athlon 64 X2 3600+

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=524


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Core 2 E4300 - vs - Athlon 64 X2 3600+

კომაპნია AMD-სა და კომპანია Intel -ს შორის კონკურენცია ახალ ფაზაში გადადის. უკვე ვიცით რომ ახალი ბირთვი Conroe-ს საწინააღმდეგო AMD-ს ბანაკში არაფერია, თან ფასიც საგრძნობლად დიდია. მოკელდ კომპანიამ რაღაც გამოსავალი უნდა ნახოს ფაქტია, ამისათვის სასწრაფოთ AMD-მ ჩაატარა საკუთარი ტესტები და დაასკვნა რომ ფასის თანაბარდობისთვის საჭიროა პროცესორს მოეჭრას L2 მეხსიერება. ამ მეთოდის მიხედვით ორბირთვიან AMD-ს პროცესორში თითო ბირთვისთვის 256 კილობაიტი მეხსიერება იქნება გამოყოფილი და ეს ამშინ როდესაც კონკურენტი თითო ბირთვზე 2 მეგაბაიტს გამოყოფს. ტვნმოჭრილი პროცესორები Athlon 64 X2 3600+  და Athlon 64 X2 3800+ უახლოეს მომავალში გამოჩნდება. შეგახსენებთ რომ ორივე პროცესორის ბირთვი 2 გიგაჰერცზე მუშაობს.

გარდა ამისა შიდა ტესტირებით კომპანიამ მიიღო საინტერესო ინფორმაცია, Athlon 64 X2 3600+ ცოტათი აგებს ახალ  Pentium D 945-თან (ეს ცოტა რამდენია არ ზუსტდება),  თავისმხრივ Pentium D 945 წარმადობით თითქმის უტოლდება Core 2 E4200 (1,6 გიგაჰერცი), ამასობაში Athlon 64 X2 3600+  აშკარად უგებს წარმადობაში Pentium D 925/915.



მოკლედ ბევრი მათემატიკური გამოთვლებით, სანამ ახალი 65 ნანომეტრული ტექნოპროცესი ათვისებული იქნება Fab36-ში კასტრირებულ Athlon 64 X2 3600+ დაედება ფასი 133$. კომპანია თვლის რომ ეს ნაბიჯი მას საშუალებას მისცემს ბაზარზე გარკვეული პრიორიტეტი და რაც მთავარია მიღწეული შედეგები შეინარჩუნოს.  შედმეგ კი სავარაუდოდ 7-9 თვეში იგეგმება ლეგენდებით შემოსილი K8L-ის გამოშვება, კომპანია ამ ბირთვზე დიდ იმედებს ამყარებს. თუმცა ამ ბირთვს ზოგიერთი ექსპერტი ცალი თვალით უყურებს.

 

ახლა გასაგებია რომ კომპანია intel-ს არ აწყობს კონკურენტის თუნდაც იგივე მდგომარეობაში შენარჩუნება. სასურველია კონკურენტის ჩაძირვა და ჭკუის სწავლება, ასე თვლიან კომპანიაში, ამიტომ კომპანია intel_ი უარს აცხადებს ბოლო წუთში Core 2 E4300 -ის გამოშვებაზე, ანუ ნომინალური სიხშირე 1,6 გიგაჰერცი უარყოფილია, ახალი CONROE-ს ბირთვი მინიმუმ 1,8 გიგაჰერციდან დაიწყება, რითაც AMD-ს კოვზი ნაცარში ჩაუვარდება.  Core 2 E4300 ბაზარზე მხოლოდ 2007 წლის პირველი კვარტლის შუაში გამოჩნდება, ანუ სავარაუდოდ თებერვალში. მოკლედ ომი სერიოზულ ფაზაში გადადის, მიუხედავად იმისა რომ კომპანია intel_ი ახალი პროცესორი პრაქტიკუალდ კონკურენტის გარეშეა დარჩენილი და ერთპიროვნულად მართავს ჰიტ აღლუმებს, მაინც ვერ ივიწყებს intel-ი თავის მოსისხლე მტერს AMD-ს. სამაგოეროდ ამ საქციელში ჩვენთვის არის ძალიან დიდი პლიუსი, ჩვენ უბრალო მომხმარებლები მივიღებთ უფრო ჩქარ პროცესორს იმავე ნომინალურ ფასში. მშვენიერი სვლა არის, რას იტყვით. მგონი კონკურენციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ მტიცდება :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 18-07-2006, 16:52:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

რავი მაინც არ მჯერა მაგ "გაპაპსებული" ინტელის სანამ რალურად ტესტების შედეგბს არ ვნახავ , 2 და 3 წამი განსხვავება წარმადობაში სისულელე იქნება , მაგის ჭამას არ ვაპირებ , ტაკ შტო ჯერ-ჯერობით AMD_ს კენ ვარ.
19-07-2006, 14:22:01 | Frrrredo

Baal
ამ წუთას სხვა რა გზა აქვს ფასები უნდა დაყაროს და როგორც ადრე ახურებდა AM
18-07-2006, 23:51:38 | kukuruku

AMD ფასებს აგდებს 24 ივლისიდან
აი ზოგიერთი მათგანი
ATHLON64 FX-62 999$ 799$
ATHLON64 X2 5000+ SOCKET AM2 649$ 282$
ATHLON64 X2 4600+ SOCKET AM2 522$ 224$
ATHLON64 X2 3800+ SOCKET AM2 277$ 149$
ATHLON64 3800+ 249$ 109$
ATHLON64 X2 5000+ SOCKET AM2 65W EE 649$ 324$
ATHLON64 X2 4600+ SOCKET AM2 65W EE 561$ 257$
ATHLON64 X2 3800+ SOCKET AM2 65W EE 301$ 164$
18-07-2006, 23:48:21 | Baal

მე კი მგონია ეს ორი კომპანია ერთმანეთთანა შეკრული და მომხმარებელ აგოიმებს რომ სწრაფად მოგვიწიოს სხვადასხვა პლათფორმაზე გადასვლა.
:)
მოუთმენლად ველოდები K8L_ის გამოსვლას ვნახოდ რა იქნება. იმედია რაიმე საშინელებაიქნება.
18-07-2006, 23:24:31 | Baal

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.