COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Sony BWU-100A

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=546


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony BWU-100A

კომპნია Sony-მ როგროც იქნა გამოუშვა და სამყაროს წარმოუდგინა პირველი მუშა Blu-Ray  დრაივი.  მოწყობილობა წერს და კითხულობს Blu-Ray  დისკებს, ასევე კითხულობს და წერს წინა ტაობის ოპტიკურ დისკებს CD და DVD.  მოწყობილობას შეუძია აღიქვას როგორც ერთშრიანი დისკები, ასევე შეუძლია აღიქვას ორშრიანი დისკები, შესაბამისად 25 და 50 გიგაბაიტის მოცულობით.

ჭორების მოყვარულებს ვაცნობებ რომ დრაივი ყველა წინა არსებულ სტანდარტს კითხულობს CD/DVD+/-R/+/-RW/RAM/DL, ერთადერთი რაც ამ სიაში არ არის ეს არის HD-DVD ფორმატი, ბოლო ბოლო მოსისხლე კონკურენტია, ამიტომ მისი ახლოს გაკერება არ შეიძება :-). მოწყობილობა კომპიუტერში სტანდარტულ IDE ინტერფეისზე ერთდება, მომავალში შეიძება SATA ინტერფეისით გამოჩნდეს, აქვს სტანდარტული CD და DVD  დრაივების ზომა 5.25 დუიმი და დაგვრჩა ბოლო პუნქტი ფასი. ფასი ამ მოწყობილობას საკმაოდ მკბენარე აქვს 750$ თან ეს იაპონიაში, ევროპა ამერიკის ფასი უცნობია როგორც წესი იაპონიის ფასები შედარებით დაბალია ხოლმე, სავარაუდოდ სხვა კონტინენტებზე დრაივის ფასი მინიმუმ 50$-ით მოიმატებს.

ამ ინფორმაციის შემხედვარე გაუგებარია როგორ ახერხებს კომაპნია SONY თავისი ახალი სათამაშო კონსოლის გამოშვებას, Blu-Ray  დრაივი 750 დოლარი, პროცესორი CELL სავარაუდოდ 350-დან 500$-მდე (ჯერ ფასი უცნობია ვიცით რომ მისი წარმოება ძალიან ძვირი ჯდება და  წარმოებული პროცესორების მხოლოდ 10-20% -ია ვარგისი, რის გამოც პროდუქტის ფასი ძალიან იზრდება). რა თქმა უნდა მოწყობილობაში იქნება HDD და საკუთარი ძლიერი ვიდეო სისტემა (სავარაუდოდ nVidia-ს პროდუქტი) და სხვა რომლებიც თავისმხრივ არც თუ ისე იაფი ეღირება, ამასობაში ანონსირებული Play Station 3-ის ფასი სავარაოდოდ 600-700$-ის ფარგლებში მერყეობს. გასაგებია რომ კომპანიას პროდუქტი გაცილებით ძვირი უჯდება, მაგრამ ანონსირებულს ვეღარ გადათქვავს და იძულებულია კონკურენტი X box 360-ის გამო ასეთ დაბალ ფასებზე ისაუბროს. მიუხედავად ამისა კონკურენტის სათამაშო კონსოლი 2-ჯერ იაფი ღირს და უკვე 1 წელია ბაზარზე ტრიალებს. საშობაოდ კიდევ ელოდებიან ფასების დაწევას.

ყველა ამ ფაქორის შემხედვარე ჩვენც და ბევრი სხვა ექსპერტიც ფიქრობს რომ კომპანია Sony შეიძლება საერთოდ გადაიყოლოს სანაქებო PS3-მა. იმედია ასეთ კოშმარს ადგილი არ ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარს საკმაოდ სერიოზული და ძლიერი მოთამაშე გამოაკლდება. ვნახოთ რა მოხდება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-07-2006, 15:23:00 |
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.