COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » PlayStation 3-ის წარმოება დაიწყო

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=550


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
PlayStation 3-ის წარმოება დაიწყო

როგროც ცნობილი ხდება კომაპნია Sony შეუდგა თავისი სანაქებო სათამაშო კონსოლ PlayStation 3-ის წარმოებბას. წარმოება ბოლო ხელშეკრულებით ევალება კომპანია ASUSteck-ს, რამდენიმე ჟურნალისტმა მიმართა კომპანია ASUS-ს რათა მას კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ კომაპნიის წარმომადგენლებმა დუმილი ამჯობინეს, მოტივად კი დასახელდა სპეციალური ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს კოპპორატიული საიდომლოს დაცვას. ყვლაფერი ეს საკმაოდ სერიოზულ ეჭვს წარმოქმნის, აშკარად წარმოება ან დაწყებულია, ან დაწყების ბოლო ფაზაშია და დღე დღეზე მართლაც დაიწყება.

კომპანია Sony და ASUS_ის ხელშეკრულების მიხედვით კომაპნია ASUS-მა სულ უნდა დაამზადოს 4 მილიონი PS3. თუმცა თავიდან სანამ მთელი სიმძლავრეები იქნება ამუშავებული თვეში გამოშვებული იქნება 200 ათასი კონსოლი, აქვე დავძენ რომ გამზადებული პროდუქცია მაშინვე დახლებზე არ გავა, მოხდება მათი რეზერვირება, რადგან ოფიციალურად ანონსი დაგეგმილია 11 ნოემბერს, თუმცა ხმაურიანი  პრეზენტაცია მხოლოდ იაპონიაში ჩატარდება, ევროპა ამერიკაში კონსოლო ნოემბრის ბოლოსთვის ჩავა. თვითონ ASUS-ი გეგმავს რომ ნელნელა სინძლავრეებს მოიხვეჭავს და ოქტომბერში 2 მილიონ აპარატს გამოუშვებს მანამდე კი მზარდი პროგრესიით იქნება გამოშვებული დარჩენლი 2 მილიონი აპარატი.



სხვათაშჴრის იგივე PS3-ის წარმოებაში მალე ჩაერთვება Hon Hai Precision Industry რომელიც 2-3 მილიონ კონსოლს გამოუშვებს, სავარაუდოდ თუ ყველაფერი წესრიგში იქნება და წარმოება დროულად დაიწყება, სათამაშო კონსოლის დეფიციტს ადგილი არ უნდა ქონდეს, მაგრამ ძალიან გაუგებარი რამ ხდება საერთოდ ბაზარზე.

ამასწინათ კომაპნაი IBM-ი რომელიც PS3-ისთვის პროცესორ CELL-ს ამზადებს იტყობინებოდა რომ წარმოებბული ჩიპების მხოლოდ 10-20%-ია ვარგისი. თუ გავითვალისწინებთ რომ 3 თვეში Sony პრაქტიკულად გეგმავს 6-7 მილიონი აპარატის წარმოებას, გამოდის რომ იგივე რაოდენობის პროცესორების წარმოებისთვის IBM-მა მინიმუმ 50-70 მილიონი პროცესორი უნდა გამოუშვას. ამასობაში ვარგისი სავარაუდოდ იქნება მხოლოდ 6-7 მილიონი, დანარჩენი კი ქარხნის საწყობებში რჩება და ჯერ გამოყენებას ვერ ნახულობს, სხვათაშორის IBM-ს ასევე უწევს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნების დაკმაყოფილებაც. სწორედ პროცესორ CELL-ზე აქვს თავდაცვის სამინისტროს ძალიან დიდი მოთხოვნა. მოკლედ საქმე საკმაოდ სერიოზულად იძაბება, ამასობაში ზოგიერთი ექსპერტი ცალი თვალით უყურებს 600$-იან ფასს და ჯერ არ გამოსულ სათამაშო კონსულს უკვე ზარალს უწინასწარმეტყველებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-07-2006, 11:59:00 |
   

გამოხმაურება

ოო ამ კომპს დიდი ხანია ველოდებიი

ნეტავი როდის გამოუშვებენ ამის ჩიპს.. მერე რუსები როდის დატეხავენ თამაშებს ეჰ...
ალბატ 2007 ში გვექნება რაა..
22-07-2006, 17:39:57 | armena

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.