COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » DirectX 10-ზე მომუშავე ვიდეო დაფები 200 ვატს მოითხოვენ

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=616


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
DirectX 10-ზე მომუშავე ვიდეო დაფები 200 ვატს მოითხოვენ

ადრე ჩვენს საიტზე ნახავდით განცხადბას სადაც ჩვენ გამცნობდით რომ ექსპერტების შეფასებით ახალი DirectX 10-ის სრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით მომუშავე ვიდეო დაფები მოითხოვდნენ 300 ვატს თავიანთი გაუმაძღარი მუშაობისთვის. რა თქმა უნდა ეს ბევრს გულზე შემოეყარა და გაახსენდა თავისი 10-15$-იანი უვარგისი კვების ბლოკი, რომელიც დღევანდელ მინიმალურ კომფიგურაციას ძლივს უძლებს. მაშინვე ვწერდით რომ მსხვილი მწარმოებლები მინიმუმ 800 და 1000 ვატიან კვების ბლოკებს უკვეთავენ შესაბამის ფირმებს.

დღეისათვის სიტუაცია ცოტა გაირკვა, თუმცა ისევ ჭორთან გვაქვს საქმე. საქმე იმაშია რომ მუშა ჩიპი ჯერჯერობით არ არსებობს, ასე რომ ყველა ექსპერტი გამოდის მიახლოებითი საზომებიდან. ამჯერად გამოცხადებულია რომ ვიდეო დაფები მოითხოვენ 200 ვატ ენერგიას, ეს დასკვნა დამყარებულია არსებულ ტექნოლოგიებზე ჩიპების ჩარმოების ტექნოპროცესზე, არსებულ ვიდეო დაფებზე და ექსპერიმენტალურ მოდელებზე. მოკლედ უხეში გადაანგარიშებით ყველაზე ღორმუცელა უნდა იყოს ATI-ს ახალი ჩიპი R600, რომელიც სავარაუდოდ მოითხოვს 200 ვატ ენერგიას. შედარებით პატარა აპეტიტით გამოირჩევა NVIDIA G80 რომელსაც 175 ვატი უნდა ეყოს.

რა თქმა უნდა ეს საბოლოო დასკვნა არ არის. მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფაქტი ერთია, მიახლოებით 100 ვატით იზრდება ვიდეო სისტემები აპეტიტი, შედეგად აუცილებლად გამოიყოფა მეტი სითბო. მოკლედ ახალი ძლიერი ვიდეო სისტემების მფლობელებს მოუწევთ კორპუსის და ვიდეო სისტემის გაგრილებაზე ფიქრი, თუმცა თავიდან მაინც კვების ბლოკი იქნება საფიქრალი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-08-2006, 09:33:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

ჩემ ვიდეო კარტას DirectX 10.1 აქ კვება 450 ვატი მაქ რეალური და აქედან 200 ვატი მარტო ვიდეოს მიაქ ?
24-07-2010, 22:56:38 | systematic

მაგარი ცუდი ამბავია!
07-10-2006, 16:11:53 | otosaxel

მალე კომპიუტერის პერიფერია ისეთი ღორმუცელა გახდება, რომ მინი ციკლოტრონის ჩამონტაჟება გახდება საჭირო. 2-3 კილოვატიანი კვების ბლოკები და კრიოგაცივების სისტემა მალე ყველას დაჭირდება თუ ასე გაგრძელდა. უცნაური კანონზომიერებაა - ცენტრალური პროცესორის მაგა დღითიდღე ეცემა და ამავე დროს ვიდეო დაფა უფორ ღორმუცელა და ცხელი ხდება.
02-08-2006, 14:41:18 | RIPPER_RUNA

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.