COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » HD ვიდეო - nVidia-ს გადასახედიდან

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=617


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
HD ვიდეო - nVidia-ს გადასახედიდან

კომპანია nVidia-მ ჟურნალისტებს წარმოუდფგინა ახალი ვიდეო ფორმატის თავისებური ხედვა. ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტიყრად მიმდინარეობს საუბარი HD DVD და Blye Ray დისკებზე, რომლებზეც შესაბამისი დონის ფილმი უნდა ჩაიწეროს, მაგრამ თუ გიფიქრიათ რა სიმძლავრეები მოითხოვება ამ დროს კომპიუტერისა და ვიდეო დაფისგან? ბევრს ეგონა რომ დიდი არაფერი არ მოითხოვება, მაგრამ აღმოჩნდა რო ვაი.

პირველად ამ საკითხის ირგვლის საუბარი დაიწყო ATI-მ თავისი Radeon X1800 -ის გამოშვებისას. მისი მტკიცებით მხოლოდ ცენტრალური პროცესორის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის რომ მაღალი ხარისხის ვიდეო უპრობლემოდ ყოფილიყო დეკოდირებული. მაშინ უბრალოდ შესაბამისი ფილმები არ არსებობდა. დღეს კი არსებობს ვიდეო დისკებიც და nVidia-ს ახალი მიდგომაც.

მაშ ასე სადემონსტარციოდ აღებული იყო Intel Pentium D 830, ვიდეო სისტემა nVidia GeForce 7600 და ოპერაციული სისტემა Windows XP SP2. დემინსტრირებისას თავიდან გამოიყენებოდა მხოლოდ პროცესორის და ოპერაციული სისტემის ძალები პროგრამულ პლეერ Cyberlink PowerDVD 6.5-თან ერთად.  ამ დროს აღმოჩნდა რომ პროცესორი ძლივს ართმევს თავს ამ ამოცანას, ორბირთვიანი საკმაოდ ძლიერი პროცესორი დატვირთული იყო 100%-ით და როგორც დამსწრეები ამბობენ იგრძნობოდა კადრების გამოტოვება.  შედეგებს პირველ სურათზე ხედავთ (სურათი გვერდიდანაა გადაღებული ამიტომ სწორედ არ ჩანს).



კომპიუტერზე გაშვებული იყო HD DVD  დისკზე არსებული ვიდეო ფაილი VC-1 კომპრესიით და 15 მეგაბიტი/წამში ბიტრეიტით. ამასობაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ ეს არ არის ყველაზე ძლიერი კომპრესია, ასე რომ HD სტანდარტები ითვალისწინებენ მეტ კომპრესიას და მეტ გამტარუნარიანობას, ამ დროს გასაგები ხდება რომ მხოლოდ პროცეოსრული ძალებით ფილმის ყურება შეუძლებელი იქნება.

გარკვეული დროის შემდეგ, ვიდეო დაფაში აქტივირებული იყო აპარატურული კოდეკის მხარდაჭერა, ამ დროს აშკარად ამოისუნთქვა პროცეოსრმა და 100%-იანი დატვირთვის მაგივრად თავისი სიმძლავრეების მხოლოდ 60%-ი დაახარჯა ვიდეო დეკოდირებას. აქედან დასკვნა 1080p  სტანდარტით HD ვიდეოს ყურება მოითხოვს საკმაოდ ძლიერ პროცესორს და რაც მთავარია აპარატურულ დეკოდირებას, რომლის გარეშეც მხოლოდ პროცესორული სიმძლავრეები საკმარისი არ არის. ბევრს გაუჩნდა ან გაუჩნდება კითხვა ეყოფა თუ არა სიმძლავრე AMD-ს პროცესორებს, ან ნაქებ Core Duo-ს, თუმცა აქვე ხდება Celeron-ისა და Semperon-ის ბედი ცნობილი, მათი სიმძლავრეები აშკარად არ იქნება საკმარისი.  ასე თუ ისე წესიერი ვიდეო დაფა, რომელიც საშუალებას მოგცემთ აპარატურული კოდეკი გამოიყენოთ აშკარად წაგეხმარებათ მაღალი ვიდეოს ყურებისას.

P.S. ჩვენში დარჩეს და პირადად ჩვენ ერთი კურიოზული კითხვა გაგვიჩნდა. იყო თუ არა ხსენებული Intel Pentium D 830 გამოყენებული. როგორც ვიცით ორი ბირთვის შემთხვევაში Task Manager-ში არსებული ჩანართი Performance, რომელიც აქ არის მოყვანილი პროცესორის დატვირთვის მაგალითისთვის, გვიჩვენებს ორი ბირთვის მუშაობას, მაგალითისთვის ძირს გთავაზობთ ჩვენი ორ ბირთვიანი პროცესორის დატვირთვის სურათს. აშკარაა რომ ჩანს ორი პროცესორის დათვისთვა, მაშინ როდესაც nVidia-ს მიერ შემოთავაზებულ სურათებზე, მხოლოდ ერთი ბირთვის მუშაობა ჩანს. ასე რომ ჩნდება სამართლიანი კითხვა გამოიყენებოდა კი ორ ბირთვიანი პროცესორი ტესტების დროს???



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-08-2006, 10:10:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

რაღა შორს მიდიხართ? აგერ მე HDTV ლაბელით დაღდასმულ ვიდეოს სელერონ 2.4, Nვიდია გეფორს 5200 128მბ არც ისე გაჭირვებით ვუყურებ, მაგრამ მაინც უჭირს! კლიპის რეზოლუცია 1280*768-ზეა. წონა 280 მეგა. ხარისხი - მაგგარი...
03-08-2006, 11:51:12 | Shako

მაგ კითხვაზე გიპასუხებთ თუ მიცემულია არაა view > CPU History > one graph per cpu
ზუსტად ისეთი სურათი იქნება როგორიც nvidia-ს ტესტებში ჩანდა, გაჩუმების პრინციპით თუ არ ვცდები ზუსტადაც მეორე ვარიანტია არჩეული
02-08-2006, 14:36:29 | Gozala

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.