მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Apple iPhone - მედია მობილური

ინტერნეტში გამოიპარა ჭორი, თითქოსდა კომაპნია APPLE აპირებს თავისი ცნობილი ბრენდის ახალი სახით გამოშვებას, როგროც მიხვდით საუბარია iPod-ზე და და მის მოდიფიცირებულ ვერსიაზე iPhone, რომელიც რეალურად წარმოადგენს იგივე iPod-ს ოღონდ ჩამატებული აქვს ტელეფონის ფუნქციები. უნდა აღინიშნოს რომ ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია, რადგან ლეგენდა ამბობს შემდეგს: ერთერთი ფანატის მეგობარი (ფოტოგრაფი) მიწვეული იყო ახალი აპარატის ფოტო სესიაზე. გადაღებული იყო რამდენიმე ასეული სურათი რეკლამებისთვცის და პრეზენტაციებისთვის, თუმცა ამჯერად არცერთი სურათი ფართო საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, თვითონ კომპანია Apple დუმს და არაფერს ამბობს.

იგივე გაუგებარი წყაროს მტკიცებით ახალი მედია ტელეფონი უნდა გამოჩნდეს აგვისტოში. ჩვენი მხრიდან ავღნიშნავთ რომ ამ სახის აპარატზე საუბარი ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, იყო ერთი მცდელობა კომაპნია Motorola-სთან ერთად, მაგრამ მაშინდელი მედია ტელეფონი ბაზარს უმალ ჩამოსცილდა, ვერ გაუძლო ვერც კონკურენციას და ვერც მოთხოვნებს.

რეალურად კომაპნია APPLE-ს მედია პლეერი დღეს საკმაოდ ძლიერად იჩაგრება, რადგან სხვადასხვა მწარმოებლები დღითიდღე აუმჯობესებენ თავიანთ პლეერებს და უკვე ძალიან ბევრი მომხმარაბელს სთავაზობს ისეთ სერვისებს რაც არ აქვს  iPod-ს და ჯერჯერობით არც იგეგმება მათი ჩამატება, იგივე ვიდეო ფუნქციის ჩამატება თავის დროზე საკმაოდ დიდი თავსატეხი გახდა. ბევრი დიდი იმედებით ელის მე-6 თაობის iPod-ს, რომელშიც წესით გადალახული უნდა იყოს უდიდესი პრობლემა, პლეერის არნახული დაჩხაპნა (ეკრანი იმდენად იჩხაპნება, რომ აქტიური მოხმარებისას 1 კვირის თავზე წარწერების გარჩევა ჭირს.).

აქვე დავძენდით რომ თავის დროზე კომაპნია Apple-მ მშვენივრად გათვალა ბაზარი. iPod-ის კლასის პლეერი თავის დროზე არ არსებობდა და მისი კონკურენტიც ფიზიკურად არ არსებობდა. სხვა ფირმები, ან ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ბაზარს, ან გვიან გაახსენდათ და შედეგად ამ სეგმენტში ფეხი ვერ მოიკიდეს. ზოგიერთმა ფირმამ კი განსაკუთრებით მობილური ტელეფონების მწარმოებლებმა სხვა გზა ამოირჩიეს, თავიან აპარატებში ჩაამონტაჟეს რადიო, MP3 პლეერი, ვიდეო პლეერი, ტელე გადამცემი, ფოტო-ვიდეო აპარატი და ასე შემდეგ. დღეს ადგილი აქვს iPod-ის დაჩაგვრას თუნდაც მობილური აპარატების მხრიდან. საინტერესოა შესძლებს თუ არა iPhone თუნდაც ფეხმოკიდებული Sony Ericsson-ის, Samsung-ის ან Siemens-ის გამოდევნას ბაზრიდან? სავარაუდოდ ვერა, განსაკუთრებით ძნელი იქნება ამის გაკეთება Sony Ericsson_ის მიმართ, რომელმაც თავის მედია ტელეფონებზე W ინდექსით სახელი მოიხვეჭა და დღეს ზოგიერთ საკმაოდ გაუგებარი ფორმა ფუნქციის ტელეფონსაც კი უშვებს. იმედია ახალ მობილურ iPhone-ს არ ელის იგივე ბედი რაც პირველ Apple მედია ტელეფონს დაემართა, დღემდე Motorola ამ დღეს კოშმარად იხსენებს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-08-2006, 10:30:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ნუ რაღაც რაოდენობა აუცილებლად გაიყიდება ფანატების ხარჯზე, მაგრამ საბოლოოდ დიდი ვერაფერი გამოვა. სტივ ჯობსი ძალიან ჯიური და მკვეხარა ბიზია ბრძანდება
02-08-2006, 14:33:14 | RIPPER_RUNA

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.