COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » Office 2007 Beta 2

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=622


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Office 2007 Beta 2

კურიოზები არ თავდება. გახსოვთ ალბათ ამასწინათ ახალი საოფისე პაკეტი კომპანია Microsoft-მა უფასოდ გაავრცელა. ახალი პაკეტის გემოს გასინჯვის მსურველი იმდენი აღმოჩნდა რომ კორპორაციის ქსელი სუპერ გადატვირთული აღმოჩნდა. შედეგად კომაპნიამ მიიღო გადაწყვეტილება, დღეიდან ეს პაკეტი უფასო აღარ იქნება, ვისაც სურვილი ექნება ფაილი, ან ფაილები ჩამოქაჩოს უნდა გადაიხადოს 1,5$. კომპანიის განცხადებით იგი სულაც არ აპირებს ამ გზით დაამკვიდროს თავის BETA პროდუქტებზე ჩამოქაჩვის მუდმივი ფასი. კომპანიის განცხადებით ეს ცვლილება მხოლოდ ამ პაკეტს ეხება და მისი ძირითადი მიზანია სერვერი ამოასუნთქოს და ჩამოაცილოს ყველანაირი უფასო პაკეტების ჩამოქაჩვის მსურველები.

საქმე იმაშია რომ საეთო ჯამში პაკეტი იწონის 2 გიგაბაიტს, ღია ბეტა ტესტირების დღიდან დაწყებული ეს პაკეტი უკვა გადაიწერა 3 მილიონმა ადამიანმა, ძნელი დასათვლელი არაა რამდენი ტერა - პეტა ბაიტი გავიდა კომპანიიდან, სერვერები ძლიერად არის გადატვირთული, მითუმეტეს რომ კოპანია სხვა მრავალ უფასო პაკეტსაც სთავაზობს მსურველებს.  მოკლედ ეს ნაბიჯი თვითონ კომპანიის მესვეურებს არ მოსწონთ და აცხადებენ რომ სულ მალე გამოვა Office 2007 Beta 2-ის ახალი ვერაია, რომლის ჩამოქაჩვა ისევ უფასო იქნება, უბრალოდ კომპანია არანაირად არ ელოდებოდა მომხმარებლების ასეთ აქტიურობას, ყველანაირ ოპტიმისტურ მოლოდინს აქტიურობამ 500 პროცენტით გადააჭარბა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-08-2006, 13:35:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.