მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Apple iTalk

მოკლედ კომაპნია Apple-ს მობილური აშკარად არ დაგვასვენებს :-), ჯერ იყო ჭორი, შემდეგ ვითომ სურათები, აღმოჩენილი ბრძანებები პროგრამის განახლებაში,  ახლა კი ვიდეო რგოლი. საინტერესო ის არის, რომ ვიდეო და სურათები ერთმანეთს არანაირად არ ემთხვევა, რომელია ნამდვილი და რომელი გამოგონილი ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. რომელიღაც, ან ორივე  შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს.  მიუხედავად ამისა ყველაფრის უგულველყოა არ შეიძლება, სარეკლამო რგოლი დამზადებული APPLE-ს სტილში, შეიძლება მართლაც რეალური იყოს.

წარმოდგენილი მობილური კონცეფციით განსხვავდება ყველა არსებული მობილურისგან, ეს არის გასახსნელიც, დასაკეციც, მინი პლეერიც, მინი ფოტო აპარატიც და ასე შემდეგ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მობილურის თხელი დიზაინი, ცოტა ძნელია წარმოიდგინო როგორ შეიძლება კლიპში წარმოდგენილ ფორმაში ყველაფერი ჩაატიო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ MOTOROLA ტრაბახობს თავისი თხელი მობილურებით, ამასობაში iPod Nano საკმაოდ თხელია, ასე რომ შეიძლება Apple-ს ინჟინრებმა მართლაც მოახერხეს განსაკუთრებული მოდელის შექმნა.  ტელეფონში არის ძალიან ბევრი ახალი (თუ შეესაბამება რეალობას), მასში გაერთიანებულია ბევრი რამ, მაგალითად ფოტო კამერა და ცნობილი iPod-ის სენსორული  კლავიშები, ასევე მობილურს გახსნის შედმეგ უჩნდება ვეეეებერთელა სენსორული ეკრანი, ანალოგი ამ ეკრანს ნამდვილად არ ყავს. თუ ეს დიზაინი მართლაც არსებობს და ყველა წარმოდგენილი ფუნქცია მართლაც რეალიზებულია, სხვა ტელეფონები ამ მოდელის ფონზე წინა საუკუნის  ხისგან გამოთლილი ვარიაციებს დაემსგავზება.

მოკლედ ვიდეო კლიპით დატკბობის მსურველებს შეგიძლიათ ეწვიოთ ამ მისამართს და ნახოთ რას ამზადებს კომპანია Apple, ან რას გვატყუებენ ამ კომპანიის მოყვარულები და თაყვანისმცემლები :-) ისე აქვე ჩაგიმწარებთ ოცნებებს, ბევრი ექსპერტი ამბობს რომ ეს რგოლი სუფთა წყლის ფეიკია (ტყუილი), ეს არის ერთერთი დიზაინერის ოცნება და მეტი არაფერი, რეალურ ტელეფონთან მას არაფერი საერთო არ აქვს, მაგრამ რა იცი რა ხდება :-).





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-08-2006, 14:47:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ხოო ეს apple რაგაც საკაიფო სურპრიზებს აწყობს
http://video.google.com/videoplay?docid=-3296425502934852829&q=apple
ამაზე ვიკაიფე მაგრა
05-08-2006, 22:44:55 | ducha

არამგონია მართალი იყოს {მაგრამ იმედია ვცდები :) }
საიტერესოა მაგხელა ეკრანი რო დაუყენეს მაგას ქვეყენა ენერგია მიაქვს და ბატარია სადაა
05-08-2006, 22:40:13 | ducha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.