მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 26

ერთ თვიანი შესვენების  შემდეგ, გამოვიდა გამოვიდა ჩვენი 26-ე ბეჭდვითი ჟურნალი. ზოგი სულმოუთბენლად ელის, ზოგი კი არ ელის. მაგრამ ჩვენ მაინც ვუშვებთ.
რა თქმა უნდა ჟურნალში ბევრი საინტერესო თემაა განხილული, ზოგი დაიწუნებს, ზოგს ერთი თემა მოეწონება, ზოგს ორი, ზოგს მთლიანი ჟურნალი. გემოვნებაზე არ დავობენო,  მოკლედ ჩვენი საქმეა გამოვუშვათ თქვენი საქმეა შეიძინოთ და წაიკითხოთ რა თმა უნდა თუ გაინტერესებთ  :-)

მოკლედ იმისათვის რომ ტყუილად არ დაიხარჯოთ, ჩვენ გაცნობებთ რა გელით ჩვენს აგვისტოს ნომერში, დანარჩენს კი თქვენ განსაზღვრავთ. კონკურსის კითხვები და ჟურნალში განხილული პროგრამები დღეს საღამოს სერვერზე იქნება განთავსებული (კონკურსები ტავის განყოფილებაში პროგრამები კი Dovnload  განყოფილებაში). ჰო მართლა წარმოქმნილ კითხვებზე ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გიპასუხოთ (თუმცა ამას შეხსენება არც სჭირდება), ასე რომ დავიწყეთ თემების გაცნობა.



ჟურნალში ნახავთ შემდეგ საინტერესო თემებს

Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

Core 2 Duo: ლეგენდები და შესაძლებლობები
ჩურჩული და ჭორების გავრცელება ჯერ კიდევ 2006 წლის ადრეული გაზაფხულიდან დაიწყო. პირველი ახალი ბირთვი Conroe წარმოუდგინა საზოგადოებას კომპანია intel-მა. ინფორმაციაც და შედეგებიც იმდენად დაუჯერებელი იყო რომ ბევრამა პირველ დღეს შედეგები უარყო. რამდენი წელია არცერთი მწარმოებლისგან ასეთი ნახტომიო არ გვინახია, პროცესორების წარმადობა ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა, ხან წარმატებულად, ხან წარუმატებლად და უცებ სიჩუმიდან ჩნდება რაღაც ახალი, რომელიც ყველა არსებული დღევანდელ ძლიერ პროცესორის გუშინწინდელ ტექნიკად აქცევს.

დეჯავიუ, ანუ ახალი ფორმატი DjVu
ელექტრონულ ფორმატში არსებულ ინფორმაციას ერთი დიდი მინუსი ახასიათებს. თუ ხარისხიანია -  დიდია, ხოლო თუ პატარაა მაშინ მისი ფორმა უხარისხოა. პრობლემას წარმოქმნის ინტერნეტ კავშირის არხებიც, მოკლედ სრული გაუგებრობაა. არა და ინფორმაცია ყველას უნდა. მაგალითად წარმოიდგინედ რამდენად მოხერხებული იქნებოდა ჩვენი საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსია რომ არსებობდეს?

Apple-ს ნოუთბუქებიც ფეთქდება
ამ ბოლო დროს  კომპიუტერულ სამყაროში ვირუსებზე უარესი ავადმყოფობა გაჩნდა. პრობლამას ამჯერად წარმოადგენს ნოუთბულების აკუმულატორები, რომლებიც გადახურების გამო ფეთქდებიან და ნოუთბუქს სამუდამოდ აფუჭებენ. ამჯერად ასეთი პრობლემა APPLE-ს სანაქებო ნოუთბუქებს შეეყარათ.

ჩქარი, ძალიან ჩქარი ინტერნეტი პლიუსით
ოდესღაც ყველა ანალოგურ მოდემზე ვიჯექით და ჩვენი საუკეთესო სიჩქარე პროვაიდერთან დაკავშირებისას იყო 50-56 კილობიტი/წამში, გავიდა დრო მოხდა რევოლუცია, შემდეგ  ევოლუსია, ჩაირბინა ციფრულმა დარვინმა და გვეწვია რეკლამირებული ADSL-ი, მაგრამ მეორედ როდესაც ჩაირბინა ციფრულმა დარვინმა (თან პლიუსით ჩაირბინა), გაჩნდა ADSL2+, სხვათაშორის თბილისშიც გამოჩნდა ასეთი სერვისი, მაგრამ ბევრმა არ იცის. დღევანდელი სტატია სწორედ ახალ ტექნოლოგიას და კომპანია Service.net.ge-ს მომსახურებას შეეხება, მგონი დროა ახალი ჩქარი სტანდარტები შევისწავლოთ.

AMD AM2: ახალი ეპოქის დასაწყისი
დადგა დრო და კომპანია AMD-მ საბოლოოდ გადაწყვიტა, DDR2-ი იყოს! ამ დრომდე კომპანია სხვადასხვა ხერხებით ახერხებდა დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის და მომხმარებლების აურაცხელი არმიისთვის, რომ მის პლატფორმას არ სჭირდება DDR2-მისი პროცესორები DDR-ზეც მშვენივრად მუშაობენ. საინტერესოა შესცდა კომპანია და ცდილობს ახალი არქიტექტურით ეს აღიაროს თუ მოდას აყვა? დროა გავიგოთ რა ხდება და რაც მთავარია გავიგოთ ამდენიხნის ნანატრი AM2- მეხსიერების ახალი ფორმატის გარდა გვმატებს რაიმეს თუ არა.

წმინდა შრიფტები
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სათაურის წაკითხვისას მწარედ ჩაიცინა, წმინდა და სუფთა ფორმის შრიფტების მიღება ეკრანზე დღეისათვის ძალზედ აქტუალურია. ამ პატარა სტატიას საერთოდ არ დავწერდი, მაგრამ პრაქტიკამ მაჩვენა ხალხი ბნელშია და ნათელი ოთახი სჭირდებათ.

64 გნომის საიდუმლო
ამ სტატიით იმედია დავამთავრებთ 64 ბიტიანი ტექნოლოგიის  მიმოხილვას, ყოველ შემთხვევაში იმ მდგომარეობაში რომელშიც ახლა იმყოფებიან 64 ბიტიანი პროცესორები. შემდეგი განხილვები იქნება მხოლოდ მათი ევოლუსიის დროს, დრევანდელ მდგომარეობაში რაც ამ ტექნოლოგიაში ხდება ჩვენს წინა სტატიებში და ამ სრტატიაში სრულად გავქვს აღწერილი.
Pdf ანუპორტატიული დოკუმენტის ფორმატი
როდესაც კომპიუტერში რაიმე ფორმატირებულ დოკუმენტს ვამზადებთ მის ზომაზე ნაკლებად ვფიქრობთ, კომპიუტერში ადგილის ნაკლებობა არ იგრძნობა, მითუმეტეს ახლა, გიგა და ტერაბაიტების ეპოქაში, მაგრამ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად აუცილებელი გახდა ფორმატირებული დოკუმენტის პატარა ზომაში შენახვა. ფორმატირებულ დოკუმენტში კი როგორც წესი იგულისხმება: ჟურნალ გაზეთები, ბიულეტინები, ბუკლეტები და სხვა.

ფული და ინტერნეტი
ბევრს აინტერესებს ინტერნეტში ფულის შოვნა, თემა აქტუალურია მაგრამ ბევრისთვის გაუგებარია საიდან და როგორ უნდა დაიწყოს. რედაქციაში დრითიდღე სულ უფრო მეტი კითხვა მოდის ამ თემაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ გარკვეული ადგილი ამ თემას დაუთმოთ. რუბრიკა დიდია, ერთ ნომერში ყველა ასპექტს ვერ აგიხსნით. ეს არის, პირველი თემა ამ ციკლიდან, რომელიც შესამზადებელ ხასიათს ატარებს, თუმცა ბევრს სწირედ ეს სტატიაც ეყოფა საქმის გასარკვევად. შემდეგ ნომრებში თემას აუცილებლად გავაგრძელებთ კონკრეტულ მაგალითებზე.

დაცული კომპიუტერი
კომპიუტერების უსაფრთხოების თემა ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება, იმართება სემინარები, იწერება პროგრამები და მუშაობის სქემები, მაგრამ ბევრი მათგანი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის გაუგებარია, რადგან გათვლილია მცოდნე ადმინისტრატორებზე და დიდ კორპორაციებზე, ამასობაში დაცვა საჭიროა ჩვეულებრივ სახლშიც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სახლში პატარა ბავშვია და კომპიუტერი კი ერთია.

კომპიუტერული ნიუანსები
სიტუაციები, ტექნოლოგიური ფაქტები, ისტორიული ამბები და სხვა, ყველაფერი ეს მოკლე, სახალისო, ამასობაში ინფორმაციული სახით 2-3 გვერდზე. როგროც საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ,  ასეთი სახით ინფორმაციის შთათქმა მომხმარებლისთვის იოლია, ჩვენც ვცდილობთ გაგიმარტოვოთ საქმე :-).

საბანერო სისტემა საკუთარ საიტზე
როგორ მოვაწყოთ საკუთარ საიტზე პროფესიოლაური დონის სავბანერო სისტემა, ისეთი რომ ბანერების მიმოცვლაც და ფულის შოვნაც შესაძლებელი იყოს, ამასობაში დათვლა შესაძლებელია როგროც ჩვენებებით, ასევე ბანერებზე წკაპუნის მიხედვით.

Sin Episodes - Emergency, ანუ როგორი უნდა ყოფილიყო Half Life 2
თამაში ორმელიც იყენებს ცნობილი Half Life 2–ის ბირთვს და არ ემორჩილება თამაშის ჟანრს. იდეაში სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო შეპირებული და ანონსირებული თამაში, მაგრამ მისი ყველა ფარული შესაძლებლობა რეალურად გამოყენებულია თამაშში Sin Episodes.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 14-08-2006, 11:43:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

როგორც იქნა დადგა ეს ნანატრი დღე
15-08-2006, 16:01:48 | marjo

ხო სერვის ნეტტთან არც მე მაქვს კარგი ასოციაციები:)

ე-მაილი მივწერე მას შემდეგ რაც მაგათი ახალი ADSL2 +-ის რეკლამა ვნახე ინტერნეტში და კითხვები დავუსვი პასუხები რათქმაუნდა უაზრო და ისეთი იყო აი როგორც გამოუცდელ კომპუტერის აზრზე არ მყოფს უპასუხებენ ხოლმე:)
ასევე ნერვები ამიშალა მაგათი საიტის zona.ge-ს ადმინისტრატორმა რომელსაც თავისი ე-მაილი კი გამოკიდული აქვს ინეტში მაგრამ პასუხს კი არც ერთ წერილზე არ იწერება. გამაგიჟებს ეს ხალხი აბა მაშინ რაღატო დებენ ამ ე-მაილებს ვებსაიტებზე დიდის ამბით?!
15-08-2006, 09:23:54 | N1CK

სერვის ნეტი არ მიყვარს და მაგის ადსლ2 (პლიუსით) ნაჩუქარიც არ მინდა! დავრეკე ერთხელ 869ით. გავიდა დრო, ვერ მოვასწარი გადახდა და გამითიშეს ტელეფონი. მივედი გადასახდელად და მითხრეს, რახან გაგითიშეთ, ჯარიმა 4 ლარიო. ჰოდა სერვის ნეტი საერთოდ ამოვიღე გულიდან. ვოტ!
14-08-2006, 22:34:56 | lukatar

უფფ ეგრე რა მომენატრა ისე კაი სტატიებია
14-08-2006, 22:31:39 | ducha

ბიჭებს გაუმარჯოს რამდენი ხანია თქვენი "ხმა" არ გამიგია

პ.ს.
ესეიგი 1 ლარი უკვე დააკლდა ჩემ ბიუჯეტს
14-08-2006, 18:40:01 | N1CK

ისე სად გეჩქარებოდათ?
ერთი–ორი თვე კიდე დაველოდებოდით
14-08-2006, 13:02:29 | Giga

იაჰუუ! ეღირსა მგონი და კოლექციონერიც გავხდი...
14-08-2006, 12:03:05 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.