მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
აშშ-ში ახალ ელექტრონულ პასპორტებს არიგებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს (უფროსწორედ კი დაიწყო) ახალი ელექტრონული პასპორტების გაცემას. როგორც იდეიდან ხვდებით პასპორტები აღჭურვილია ელექტრონული ჩიპით რომელშიც გარკვეული ინფორმაცია ინახება. ინფორმაცია აფსოლუტურად იგივეა რაც ქარალდის ვერსიაში, უბრალოდ ასეთი პასპორტი განკუთვნილია იმისათვის რომ უფრო ჩქარა მოხდეს პიროვნების მონაცემების ამოცნობა კომპიუტერის მეშვეობით და ხელი შეუწყოს საბაჟო, ან აეროპორტების სამსახურებსმგზავრების სწრაფ მომსახურებაში.

იდეა ძალიან მარტივია, პასპორტში (როგორც წესი ყდაში) ინტეგრირებულია პატარა ჩიპი, რომელშიც ერთხელ ხდება ინფორმაციის ჩაწერა, მას არ გააჩნია კონექტორები, კომპიუტერთან დაკავშირება კი ხორციელდება სპეციალური მაგნიტური სკანერის მეშვეობით. სკანერის პასპორტზე გადატარებისას (ან პასპორტის მოთავსებისას სკანერის მოქმედების არეალში) ხდება ჩიპიდან ინფორმაციის ამოიკთხვა და ეკრანზე გამოტანა. ეს მეთოდი დიდიხანია გამოიყენება ცხოველების აღრიცხვისთვის, როგორც წესი ასეთი ჩიპის ინპლანტირება ხდება კანქვეშ.

ბევრი ექსპერტის მტკიცებით ახალი პასპორტი საკმაოდ საშიშია უსაფრთოების მხრივ, მართალია მასში შეუძლებელია განსხვავებული ინფორმაციის ჩაწერა, მაგრამ შესაძლებელია კუსტარული მეთოდით გაკეთებული სკანერით პიროვნების მონაცემების ამოკითხვა. შედეგად ნებისმიერს შეიძლება ჩაუვარდეს სხვისი მონაცემები ხელში. აქ ბევრი არ ითვალისწინებს მეორე გარემოებას, ჩიპების წარმოება და პასპორტში ინტეგრირება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მოკლედ ამ მეთოდით ყალბი საბუთების გაუქმება წარმოუდგენელია, უბრალოდ მოხდება მფლობელის ჩქარი ამოცნობა. რაც შეეხება ექსპერტების შიშებს, აშშ სახელმწიფრო დეპარტამენტი იუწყება, რომ შიშები გადამეტებულია და სკანერის მოქმედების არეალი შეზღუდულია, ისევე როგორც ჩიპის მოქმედების არეალი, ასე რომ შემტევს მოუწევს პიროვნებასთან პირადად შეხება, პლიუს საკმაოდ დიდი მოწყობილობის ხელში ტარება (ისიც თუ ქარხნული წესითაა დამზადებული, კუსტარულზე საუბარიც კი არაა), ასე რომ დღეისათვის ეს მეთოდი საკმაოდ დაცულია და არაფრით არ განსხვავდება ქაღალდის ვერსიის პასპორტის დაცვისგან. ბოლო ბოლო ქაღალდის პასპორტიდანაც შეიძლება ინფორმაციის ამოწერა :-)





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-08-2006, 09:14:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 6


გამოხმაურება

რაც შეიძლება მეტ ხალხს გააგებინეთ რომ არ მიიღონ ეს დემონის ბეჭედი. სულ მალე ამას გვაიძულებენ რომ ეს ბეჭედი ყველამ მივიღოთ. და ვინც ამ ბეჭედს მიიღებს დემონს აღიარებს და მისთვის ჯოჯოხეთიც კი სანატრელი გახდება
15-11-2006, 01:43:06 | king diamond

აპოკალიფსისში ისიც წერია, მარჯვენა ხელზე ან შუბლზე იქნება ბეჭედიო. ასე რომ, ეს წინა საფეხურია მაგის.
17-08-2006, 11:37:46 | lukatar

სწორედ ისაა, რასაც დიდი ხანია გაიძახიან: მხეცი და მისი ბეჭედიო. აქამდე საბაჟოზე როგორ დადიოდნენ? ნწ, ნწ, ნწ რა ეშველებათ მაგ სატანებს!!!!
ძალიან ცუუდიი...
17-08-2006, 10:32:23 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.