მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Comodo Personal Firewall

გთავაზობთ ახალ, სრულიად უფასო ბრენდმაუერს (firewall) ნაკლებად განთქმული მწარმოებლისაგან COMODO Trustix Ltd. მაგრამ ამან არ შეგაღონოთ, პროგრამა სრულფასოვანია, ადვილად ადაფტირებადი და მოქნილი. გამოადგება როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ მომხმარებელს.

დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ტესტებისას ამ პროგრამამ საოცარი შესაძლებლობები გამოავლინა. გაუძლო ყველა ცნობილ Leak ტესტს default (მწარმოებლის მიერ დაყენებულ) კონფიგურაციაში. აგრეთვე ეწინააღმდეგება მისი პროცესის შეჩერებას და განადგურებას (ეს malware კლასის ბოროტმოქმედი პროგრამების მიერ ხშირად გამოყენებული ხრიკია). მსგავსი ფუნქცია, ყფასო პროგრამებს შორის, მხოლოდ ZoneAlarm Free Firewall-ს აქვს.
ამიტომ თუ ინგლისურთან განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვთ და პატარა მოთმინებას გამოიჩენთ მის მიერ დასმულ PopUp კითხვებზე პასუხის გაცემისას მაშინ თქვენთვის საუკეთესო არჩევანი ზუსტათ ეს "ქმნილებაა".
მინდა დავამატო რომ კითხვების ზვავი საგრძნობლად შემცირდება თუ გამოიყენებთ მის კიდევ ერთ უნიკალურ თვისებას რომელიც ავტომატურათ აკონფიგურირებს windows-ის კომპონენტების ქცევის წესებს (კიდევ ერთი თვისება რომელიც მხოლოთ ფასიან პროგრამებს გააჩნია).
PS: ხომ არ დამავიწყდა მეთქვა რომ ეს პროგრამა თქვენი იქნება სრულიათ უფასოთ  ცხოვრების ბოლომდე! უბრალოდ ერთხელ გაიარეთ მწარმოებლის საიტზე რეგისტრაცია და დაქაჩეთ მცველი.



ესეც მცველი:

Comodo Personal Firewall  13.8 მეგაბაიტი (გამოსულ გვერდზე შეიყვანეთ სასურველი სახელი და ელ-ფოსტა დაიწყება დაქაჩვა)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 19-08-2006, 15:25:00 | gearge
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

კარგი ფაირვოლია, მაგრამ რესურები მიაქვს ოხრად
დაახლოებით 50 - 80 მბ - ს ჭამს.
20-08-2006, 11:39:36 | Qapchunia

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.