მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ოთხი ბირთვი intel-ისგან 999 დოლარად

ამასწინათ ვიუწყებოდით რომ კომპანია intel-ის წლის ბოლოსთვის გეგმავდა, როგორც ჩანს გეგმები არ შეიცვალა და უკვე საუბარია ახალი ბირთვის შესახებ. ახალი პროცესორები იქნება გამოშვებული Kentsfield-ის ბირთვზე, აღჭურვილი იქნება ორი ორბირთვიანი პროცესორით, საერთო ჯამში კი ოთხი ბირთვი გამოდის მაგრამ ორ-ორი ცალი წყვილად იმუშავებს. ცნობილი გახდა ახალი პროცესორის ფასიც, იგი გაიყიდება იმავე ფასში როგორც იყიდება ხოლმე ყველა ახალი  Extreme ვერსია, ამჯერად ასეთი პროცესორი არის Core 2 Extreme მისი ფასი კი არის 999$.

როგორც ვიცით კომპანია AMD-ს ისედაც ცუდათ აქვს CORE 2 DUO-ს გამოსვლის შემდეგ საქმე, ახალმა ბირთვმა კი intel-ის ჩანაფიქრით კონკურენტის კუბოში ბოლო ლურსმანი უნდა ჩაარჭოს.  თუმცა თვითონ AMD ადგილზე არ დგას და იმავე პერიოდში გამოუშვებს თავის ახალ ორბირთვიან პროცესორს Athlon 64 FX-64. თუ რეალობას თვალებში შევხედავთ ორბირთვიანი Athlon 64 FX-62  ვერ ეწევა სტანდარტულ ორბირთვიან ტოპ Core 2 DUO-ს პროცესორებს Core 2 Extreme-ზე საუბარიც არაა, ასე რომ მომავალი 2 ბირთვიანი Athlon 64 FX-64 წინასწარ განწირულია 4 ბირთვიან მონსტრთან დაჯახებისას.  ისე კომპანია AMD-ც აპირებს ახალი პლატფორმის გამოშვებას სახელად 4x4 როგორც სახელიდან ხვდებით საუბარია 4 ბირთვიან სისტემაზე. თუმცა ზუსტად სახელი, ფასი და ანონსის ჯერჯერობით უცნობია.

სხვათაშორის ჯერჯერობით ასევე უცნობია Kentsfield-ის ბირთვზე გამოშვებული პროცესორების სახელი, შეიძლება მოვესწროთ Core Quadro-ს სახელსაც. ჯერჯერობით ცნობილია რომ ახალი პროცესორი ისევ LGA 775 ბუდეში ჩაჯდება, მისი ტაქტიკური სიხშირე იქნება 2,66 მეგაჰერცი, სისტემური სალტის სიხშირე იქნება 1066 მეგაჰერცი, წარმოებული იქნება 65 ნანომეტრული ტექნოპროცესით და ექნება 2 წყვილი 4 მეგაბაიტიანი L2 დონის ქეშ მეხსიერება, ანუ სულ ექნება 8 მეგაბაიტი L2 ქეშ მეხსიერება. რა თქმა უნდა ასევე იქნება სხვა სტანდარტული ტექნოლოგიებით, 64 ბიტი, Enhanced Intel Speedstep, Virtualization, Execute Bit Disable  და ასე შემდეგ. მოკლედ წლის ბოლოს სუპერ ტიტანს ველოდებით და გარანტირებულად იცვლება ბაზარი.

P.S. გაგიმხელთ პატარა საიდუმლოებას, კომაპნია intel-ს ჩაფიქრებული აქვს მომავალი წლის დასაწყისში გამოუშვას 8 ბირთვიანი პროცესორი, სავარაუდოდ საუბარია Yorkfield და Harpertown-ის ბირთვებზე რომლებიც 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით იქნება წარმოებული.  მოკლედ ბირთვების ომი დაიწყო და არა მეგაჰერცების :-)





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 21-08-2006, 20:51:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ვინმეს თუ გეგულებათ თბილისში Core 2 Extreme? და რა ღირს?
06-03-2007, 14:54:28 | penelopa

ისე,სულ თავიდან კომპების სიმძლავრის გაზრდა არ უნდოდათ,რა საჭიროაო,ახლანდელი სახლის კომპიუტერების სიმძლავრე არც დაესიზმრებოდათ,ნეტავ სანამდე მივალთ? თუმცა ინტელი მაგარია,AMD კარგა ხანს ვერ დაეწევა
06-09-2006, 13:55:58 | Gio_kiborg

ducha
დღეს ორბირთვიანი და ერთბირთვიანი ერთი ფასი ღირს.
P4 P პრესკოტი 3.2 ღირს 220-240$ ღირს.
Core 2 Dou E6300 1.86-იანი ღირს 230-245$
ახლა მითხარი რომლის ყიდვა ჯობია??? არავიც უთქვია მაინცა და მაინც Exterean ვერსია იყიდე ან 4 ბიტთვიანიო. უბრალოდ ამ ფასების ფონზე ერთბირთვიანის თრევა უაზრობა ხდება!
თუ ახლა ტექსტების ასაკრეფად გინდა კომპი საერთოდ ბიუჯეტურ მოდელს დაითრევ და ეგაა!!!
23-08-2006, 08:28:18 |

ხო მართალია 1000$ პროცში აქ ძაან ცოტა თუ გადაიხდის
22-08-2006, 23:12:33 | ducha

ერთ ბირთვიანს ცალტვინა კი არა ვისაც ფული არა აქვს და მძლივს რაღაცას ჩალიჩობს ის იყიდის!
22-08-2006, 09:59:41 | zvio

Frrrredo
რეალურად ძველ პროცებს თუ იყიდი თორემ 1 ბირთვიანი პროცები ნაკლებად არის ახლა წარმოებაში, ძირითადად ესენია ბიუჯეტური პროცესორები (Celeron, Sempron) და შედარებით ძველი ბირთვები რომლებიც საწყობებშI არ გათავდა. დანარჩენიახლა გინდა Pentium D აიღე გინდა Core 2 Duo, ბინდა Athlon X2 ყველა ორ ბირთვიანია და ვიტყოდი არც თუ ისე ძვირი ღირს, განსაკუთრებით მაშინ მოგეჩვენება იაფი როდესაც ერთბირთვიანის ფასს შეადარებ
22-08-2006, 08:10:27 |

"ბირთვული" ომია AMD გამაგრდი !
წესით ახლა ცალბირთვა და ცალტვინა პროცები არ უნდ აგაიაფდეს? ისე მაგას მართლა ცალტვინა იყიდის ამ მრავალბირთვიანობის დროს
22-08-2006, 00:01:44 | Frrrredo

ვაუ მაგარია
21-08-2006, 22:09:47 | ducha

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.