მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
World of Warcraft Burning Crusade - ალფა ტესტირება

ალბათ ბევრი მოყვარული ყავს ლეგენდარულ თამაშს World of Warcraft. ძალიან კარგი, მაგრამ ახლა მინდა გაცნობოთ რომ გამოსასვლელად ემზადება განახლებული ვერსია World of Warcraft: Burning Crusade. როგორც იცით ახალ ვერსიაში ჩამატებუულია ბევრი ახალი შესაძლებლობები, განსაკუთრებით მიმზიდველია პორტალს გაღმა არსებული სამყარო. იქ აღმოაჩენთ კიდევ ერთ კონტინენტს. ასევე აღმოაჩენთ რომ თქვენს გმირს შეუძლია 70-ე ლეველამდე განვითარდეს, დამატებულია ახალი მონსტრები, ახალი დავალებები, შეცვლილია ლანშაფტები, მოკლედ ფანატებმა უკვე იციან რომ ახალი თავგადასავლები ელით. ვიცი რომ ბევრს გინდათ ახალ სამყაროში თავფეხიანად გადახტომა, მაგრამ ეს ჯერჯერობით ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელია.

ჯერჯერობით ცნობილია რომ მხოლოდ რჩეული მოკვდავები, რომლებიც შემქმნელებთან ნათესაური კავშირებით არიან დაკავშირებული, შეუძლიათ ახალი თამაშის ალფა ტესტირებაში მონაწილეობის მიღება. მოკლედ დანარჩენები ნერწყვებს ვყლაპავთ, მაგრამ თუ შენ თვლი რომ განეკუთვნები ”FRIENDS AND FAMILY” კლასს და Blizzard-ან გაკავშირებს ნათესაური ფესვები, მაშინ შეცუნცულდი აი ამ მისამართზე და წაიკითხე წესები, შემდეგ ძირს დააჭირე I Agree  და... და შემდეგ გჭირდება Account Name, Password ასევე დაწყევლილი Game Key, აქ ნათესაური კავშირის გარეშე შესვლა შეუძებელია :-(





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-08-2006, 14:59:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.