მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Vista უკვე იყიდება Amazon.com-ზე

ინტერნეტ მაღაზია  Amazon.com-მა დაიწყო  წინასწარი დაკვეთების მიღება ოპერაციულ სისტემა Windows Vista-ზე. საიტზე იუწყებიან რომ ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი იქნება 2007 წლის 30 იანვარს. თუ ინტერნეტ მაღაზიის ფასებს დავუჯერებთ შეიძლება შემდეგი სურათი მივიღოთ:  Vista Ultimate Edition ეღირება 399 მარადმწვანე, Home Premium ეღირება  239 მარადმწვანე, ხოლო  Home Basic – დაგიჯდებათ სულ რაღაც 199 მარადმწვანე პრეზიდენტი. ჰო მართლა დარჩა კიდევ ერთი ვერსია Vista Business, რომელიც ეღირება  299 მარადმწვანე.

უნდა აღინიშნოს რომ ფასები შეიძება შეიცვალოს, ჯერ ზუსტად არაფერია ცნობილი, სხვათაშორის ვადებიც სავარაუდოა აღებული, Amazon.com-ი ხშირად იღებს წინასწარ დაკვეთებს რეალური თარიღი კი ხშირად არ ემთხვევა საიტზე გამოცხადებულს.  ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება Microsoft-ის მიერ  შეპირებული დამატებითი პაკეტი Additional License, რომელიც გულისხმობს მხოლოდ ლიცენზიის გასაღების გაყიდვას და იძლევა მეორე კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობას. მოკლედ ეს ბოლო პუნქტი ჯერჯერობით გაუგებარია. გაუგებრობას იწვევს ამ პაკეტის ფასიც Amazon.com-ზე Additional License ვერსიის ფასი სრული ვერსიის Windows Vista-ზე მხოლოდ 20$-ით იაფი ღირს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-09-2006, 09:02:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.