მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft-მა დაადასტურა რომ მისი Windows Media DRM გატეხეს

კომპანია Microsoft-ი ადასტურებს მისი დაცვის მექანიზმის გატეხვის ფაქტს. სისტემა სახელწოდებით Windows Media DRM განკუთვნილია საავტორო უფლებების დასაცავად, შეგახსენებთ, რომ ამ დაცვის მექანიზმის მეშვეობით ხდება აუდიო ფაილების დაცვა, რის გამოც შეუძლებელია მისი დაკვრა ისეთ კომპიუტერზე ან მოწყობილობაზე, რომლისთვისაც განკუთვნილი არ არის. სხვათაშორის აქამდე ითვლებოდა რომ ზემოთ ხსენებული დაცვით უზრუნველყოფილი ფაილების კონვერტაციაც შეუძლებელი იყო.

მიუხედავად სუპერ დაცვისა ქსელში გამოჩნდა პროგრამა FairUse4WM რომელსაც შეუძლია აღნიშნული დაცვის მოხსნა, ამის შედმეგ დაცული ფაიელბის დაკვრა და მოსმენა შეიძლება ნებისმიერ კომპიუტერზე, შეიძლება ცნობილ Apple iPod-ზეც გადატანა და დაკვრა, რა თქმა უნდა შესაბამისი კონვერტაციის შემდეგ. პროგრამა FairUse4WM -ს ავტორი ამბობს: მისი მიზანი იყო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა რომ დაცვა სრულყოფილი არ არის. შესაბამისად ყველას მისცა საშუალება დაცული მუსიკა მოისმინოს. კომპანია microsoft-ი აღიარებს პრობლემის არსებობას და უკვე შეუდგა შესაბამისი განახლების გამოშვებაზე მუშაობას. ასე რომ სანამ ახალი დაცვა არ გამოუგონებიათ შეგიძლიათ დაქაჩოთ ზემოთხსენებული პროგრამა და ისიამოვნოთ დაცული დაუცველობით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-09-2006, 10:20:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.7


გამოხმაურება

არ ქაჩავს აქ http://s13.turboupload.com/f/917535/1157099845/eea9acea9d9e28e2b3c4dd1376d4 c811/FairUse4WM.zip
ნახეთ
01-09-2006, 12:39:06 | Giga

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.