მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Vaio თავის ძმებს გაჭირვებაში არ ტოვებს

დიდი ხანია საუბარია კომპანია Dell-ის ნოუთბუქებზე, ამ კომპიუტერებს ბოლო დროს უადგილო ადგილზე აალების მანია დაეწყოთ, ცოტა ხანში მას აყვა Apple-ს ნოუთბუქები. ორივეში გამოიყენება ერთერთი ხულიგანი კომპანიის აკუმულატორი, რომელიც თავისი დეფექტურობის გამო იწვევს კომპიუტერის აალებას. ზოგჯერ კი აფეთქებას, ამის გულისთვის მსოფლიოს მაშტაბით საჭირო გახდა 6 მილიონი აკუმულატორის უკან გაწვევა და კომპანიების ხარჯზე უფასოდ გამოცვლა. ამასობაში კიდევ ერთ კომპანიას ეს პრობლემა თითქოსდა ნაკლებად შეეხო, გადაურჩა სპეციალური ზედამხედველი კომისიის განაჩენს აკუმულატორების შეცვლაზე.

მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ ეს არის კომპანია Sony, მისი განცხადებით აალების შემთხვევა მსოფლიოს მაშტაბით სულ 2-ჯერ იყო დაფიქსირებული და ეს შემთხვევები არ სცილდება საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს. აქვე უნდა ვახსენო რომ Sony Vaio-ს ნოუთბუქებში გამოიყენება იგივე აკუმულატორები, წუნიან აკუმულატორებს ხომ მხოლოდ ერთი კომპანია თვითონ Sony უშვებს :-). მოკლედ შედარებით დაცულად თავს Sony-ს ნოუთბუქების მფლობელები თვლიდნენ გუშინდლამდე, მაგრამ გუშინ Sony Vaio-ს ნოუთბუქმა, თავი გამოიჩინა ორმაგი სიკვდილით.

მაშ ასე პირველი აალება მოხდა მაშინ როდესაც პატრონს კომპიუტერი გამორთული ჰოქნდა და ელექტრო ქსელიდან ტენიდა (სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე ხშირად აალება წუნიან აკუმულატორებში). პატრონმა სიცხის აგონიაში მყოფ ნოუთბუქს მიუსწრო და ცეცხლმქრობის მეშვეობით უფრობლემოდ ჩააქრო ალი. მაგრამ ნოუთბუქი კერკერტი კაკალი აღმოჩნდა, იმის შემდეგ რას იგი ჩააქრეს და ქსელიდან გამორთეს, მან მაინც მოახერხა რამდენიმე წუთში მეორედ აალება და ამჯერად იმდენად ძლიერად, რომ მეხანძრეების გამოძახება გახდა საჭირო.  სამწუხაროდ როდესაც მეხანძრეები მოვიდნენ ნოუთბუქმა სული ციფრულ საიქიოს მიაბარა. მოკლედ აპარატის გადარჩენა ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ უდროოდ ცხოვრებიდან წასულს კომპანია Sony უმალ შეცვლის ახლით, მაგრამ კომისიას უკვე გაუჩნდა მიზეზი მოითხოვოს ამ მწარმოებლის ნოუთბუქებში არსებული აკუმულატორების შეცვლა მწარმოებლის ხარჯზე.

P.S. სურათზე, აწ გარდაცვლილი, კერკეტი ნოუთბუქია გამოსახული.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-09-2006, 11:12:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.