სუპერ პაწუა Fujitsu LOOX P70T/V
კომპანია Fujitsu-მ კიდევ ერთხელ გააკვირვა საზოგადოება თავისი ახალი ნოუთბუქით. კომპანიამ ბაზარზე გამოუშვა ულტრა თხელი და ულტრა მსუბუქი LOOX P70T/V. ნოუთბუქი აგებულია Intel Core Solo U1400 (1,2გჰ)-ს ბაზაზე. აქვს 512 მეგაბაიტი DDR2 მეხსიერება 30 გიგაბაიტიანი HDD და 8,9 დუიმიანი WXGA ეკრანი Tuth Screen ფუნქციით. დამატებით მომხმარებელს შეუძლია დაუკვეთოს CD-RW ან DVD-ROM-ი. ნოუთბუქს ასევე აქვს ორი USB 2.0 პორტი, ქსელი 802.11 a/b/g WLAN, Bluetooth 2.0+EDR, აღჭურვილია - Windows® XP Tablet PC Edition 2005-ით და ეღირება სულ რაღაც 2142 მარადმწვანე. წონა კი ამ საოცრებას აქვს სულ რაღაც 997 გრამი. მსუბუქუა არა? ბეჭდვითი ვერსია | 01-09-2006, 12:27:00 | |
|