მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Vista RC1 (bild 5600) ტესტირებისთვის მზად არის

კომპანია Microsoft-ი იტყობინება რომ მან მოასწრო ახალი ბილდის აკრეფა ნომრად 5600. ადრინდელი ვერსია 5536 (რომელიც ჩვენც შემოგთავაზეთ ჩამოსაქაჩათ), უკვე მოძველდა და რეალურად რელიზ კანდიდატს არ წარმოადგენს, კომპანიის განმარტებით რეალური რელიზ კანდიდატი არის სწორედ ბუილდი 5600 (ცვლიან აზრს და განცხადებებს როგორც უნდათ), რომელშიც გასწორებულია ბევრი შეცდომა და ოპტიმიზირებულია სისტემა. Windows-ის განყოფილების ვიცე პრეზიდენტმა Jim Allchin-ის განცხადებით სისტემა ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ იგი ტესტირებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება TechBeta ამხანაგობისთვის, ანუ MSDN და  TechNet -ის ხელმომწერებისთვის.როგორც წესი თავიდან ეს ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ტესტერების ვიწრო წრისთვს, შემდეგ კი ვერსია (სავარაუდოდ მომავალ კვირაში) ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.

წინა ვერსიების გავრცელების მიხედვით შეიძლება ითქვას რომ დამოუკიდებელი ბეტა ტესტერების არმია შედგება 6 მილიონი მომხმარებლისგან. რა თქმა უნდა აქ შედის ყველა ის მომხმარებელი რომელიც სისტემას ქაჩავს და თავის კომპიუტერზე აინსტალირებს. კომპანიის თქმით იგი არ ელოდა რომ ბეტა ვერსიას ასეთი მოთხოვნილება ექნებოდა, ამიტომ ხშირად სერვერები გადატვირთულია და სასურველი პროდუქტის ჩამოქაჩვა ყველას არ შეუძლია.

ამასობაში Microsoft Canada-ს განყოფილების განცხადებით შეიძლება ითქვას რომ მათ სიტყვიერად დაადასტურეს ახალი ოპერაციული სისტემის გამოსვლა დაგეგმილია 2007 წლის 30 იანვრისთვის, მართალია ამაზე მიუთითებს AMAZON.COM-ის მაღაზიაც, მაგრამ ოფიციალური წყაროები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ. მოკლედ ვინც მოასწარით ბუილდ 5536-ის ჩამოქაჩვა შეგიძლიათ 1 კვირის განმავლობაში დატესტოთ, შემდეგ ახალი ვერსია გექნებათ ჩამოსაქაჩი და გასატესტი.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-09-2006, 08:51:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.