მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
მზადდება Command and Conquer 3-ის დემო ვერსია

Command & Conquer -ის მოყვარულებს შეუძლიათ დროშები ააფრიალონ, ბრუნდება განახლებული სტრატეგია,  ახალ თამაშს დაერქვა სახელი Command & Conquer 3: Tiberium Wars. როგორც ხვდებით ომი ამჯერად ტიბერიუმისთვის მიმდინარეობს, მაგრამა სევე თქვენი დავალებაა გაანთავისუფლოთ სამყარო. მოკლედ ცნობილი გახდა რომ შემქმნელების ჯგუფი გააკეთებს დემო ვერსიას, როემლიც ოფიციალური ვერსიის შეძენის გარეშე საშუალებას მოგცემთ მოსინჯოთ თამაშის რამდენიმე ეტაპი. სამწუხაროდ უცნობია ეს დემო ვერსია გამოვა თამაშის ოფიციალურ გამოსვლამდე თუ შემდეგ, მაგრამ უვე დღეს არის ცნობილი რომ თამაშში 2 მოწინააღმდეგის მაგივრად იქნება სამი მოწინააღმდეგე.

პირველი როგორც წესი ეს არის წითელი ზონა, ანუ ყოფილი კომუნისტების ზონა, როგორც სჩანს წითელი ფერი შემქმნელებს არ ასვენებს, სავარაუდოდ ისევ იქნება საოცარი ქმნილება იური და კომუნისტური შეძახილები, Yes Comrad (დიახ ამხანაგო). მეორე ზონა არის ლურჯი, ეს როგორც ხვდებით ცისფერსისხლიანი ელიტარული ალიანსია, რომელიც ტექნოლოგიურადაა აღჭურვილი, ყავს საუკეთესო ტანკები და ამუნიცია, მხოლოდ ამ რასაზეა დამყარებული პლანეტის გადარჩენა. როგორც ხვდებით საუბარია ევროპა ამერიკაზე. სხვათაშორის თამაშის მიხედვით მხოლოდ ამ ზონაშია გადარჩენილი ცივილიზებული სამყარო, ჯერ კიდევ დგას შენობები და ხარობს მცენარეები. დარჩა მესამე ზონა, ყვითელი. ეს ზონა აქტუალური გახდა C&C General-ის შემდეგ, როგორც ხვდებით აზიატებს ძირითადად ყვითელ ფერს ანიჭებენ, მაგრამ აქ რატომღაც აღმოსავლეთი და ტერორისტები იგულისხმება.  ასე რომ რეალურ ცხოვრებაში ტერორიზმის აყვავებამ თამაშშიც ნახა ასახვა.

მოკლედ ამჯერად შეგიძლიათ დატკბეთ ტრეილერით როემლიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით, მართალია თამაშს ვერ ჩაკბიჩავთ და გემოს ვერ გაუგებთ მაგრამ დაინახავთ სამ სამყაროს, ნახავთ ინტერფეისს და რაც მთავარია გეცოდინებათ მიახლოებით რა გრაფიკასთან გექნებათ საქმე, პირადად ავღნიშნავდი რომ პირველი C&C-ს შემდეგ გრაფიკა კოლოსალურად შეიცვალა.



ვიდეო რგოლი

Command & Conquer 3: Tiberium Wars   56,9 მეგაბაიტი (Quick Time Format)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 03-09-2006, 12:48:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.