მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft-ი გვატყობინებს Vista-ს საბოლოო ფასებს

კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ოპერაციული სისტემის ფასები და დააყოლა რომ იგი ეღირება ზუსტად იმდენივე რაც ღირს შესაბამისი კლასის Windows XP.

მოკლედ ყველაზე იაფი იქნება Windows Vista Home Basic ეღირება ეს სიამოვნება 199 დოლარი, ვისაც აქვს Windows XP-ს ლიცენზია შესაძლებლობა ექნება აპგრეიდი განახორციელოს 99,95 დოლარად (ხომ ხედავთ ლიცენზირებული ვერსიის ქონა რა კარგი რაღაცაა). გაფართოებული სახლის ვერსია  Windows Vista Home Premium, რომელსაც შეუძლია სათამაშო კონსოლ Xbox 360-თან მიერთება და სატელევიზიო გადაცემების ჩაწერა ეღირება 239 დოლარი., ოპერაციული სისტემის ბიზნეს ვერსია ეღირება  299 დოლარი. დარჩა საბოლოო ვერსია, ყველაზე სრული და ყველა ტექნოლოგიური მიღწევით გადავსებული, ეს არის  Vista – Windows Vista Ultimate – მისი ფასი ლამის ორმაგია და შეადგენს  399 დოლარს.


გარდა ამისა კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა გააფართოვოს ტესტერების წრე, ამიტომ ახალი სატესტირო ვერსია რომელსაც ვიცნობთ სახელით Windows Vista RC1 ხელმისაწვდომი გახდა ყველა მსურველისთვის, სავარაუდოდ კომპანია ელოდება 5 მილიონ მომხმარებელს, გარდა ამისა Vista Customer Preview Program-ში გაერთიანებულ მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება მოიწვიონ ახალი მსურველები, და საბოლოო ნაბიჯი Windows Vista RC1 გავრცელდება უფასოდ DVD დისკებზე, დისკების დაკვეთის შესაძლებლობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ამიტომ იგი გავრცელდება ინგლისურენოვანი კომპიუტერული ჟურნალების მეშვეობით, თუმცა ჯერ თარიღი და რაოდენობა უცნობია.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 07-09-2006, 10:19:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.