მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Starcraft-ი და Worcraft III - ახალი შესაძლებლობები

ცნობილი თამაშის Starcraft-ის ფანატებმა ახალი თამაშის ტექნოლოგია შეიმუშავეს, სათამაშოდ გამოიყენება სენსორული ეკრანი, ეგრეთწოდებული ტაჩსკრინი. ერთი შეხედვით ასეთ რეჟიმში თამაში შეუძლებელია იმიტომ რომ არ გაქვთ თაგუნიას მარჯვენა ღილაკი, მაგრამ ფანებმა მოახერხეს და დემო რგოლიც ჩაწერეს სადაც ნათლად ჩანს როგორ უნდა ითამაშო სენსორულ LCD ეკრანზე.


 
მოკლედ იდეა მართლაც მოსაწონია, საინტერესოა დაგეგმილ Starcraft 2-ში ასეთი შესაძლებლობა ინტეგრირებული იქნება, თუ ისევ ემულატორებით იქნება საჭირო თამაში?  თუმცა უნდა აღინიშნოს ადამიანის ფიზიოლოგიაც, ხელების წარამარა დაძაბულად ზემოთ აწევა ნიშნავს მათ მალე დაღლას ასე რომ ჩვეულ რეჟიმში თამაში კატასტროფას დაემსგავსება 10-20 წუთის შემდეგ (უბრალოდ ხელები დაგეღლებათ და მონიტორის სიმაღლეზე ვერ აწევთ). ამიტომ  ჩვენის აზრით უფრო გამართლებული იქნება თუ ეკრანს მაგიდაზე დავაწვენთ თამაშს ზემოდან დავხედავთ და და ისე ვმართავთ.  ეტყობა ასევე იფიქრეს სხვა ჯგუფის წევრებმა (Mitsubishi Electronic Research Lab-ის წევრებმა) და ტექნოლოგია უფრო წინ წაწიეს.

შედეგად Worcraft III-ში თამაში უფრო დიდი, სასიამოვნო და ეფექტური გახდა. თამაშსი მართვა ხდება ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით, პლიუს ხელის მანიპულაციები და დიიდი, ვებერთელა პლანშეტური ეკრანით.  ორივე თამაშის რეჟიმის დემო რგოლები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართებზე:
Starcraft-ის სენსორული რეჟიმი
Worcraft III პლანშეტური რეჟიმი

სანატრელი ერთადერთი დაგვრჩა, ასეთ შესაძლებლობებს ჩვენი გეიმერები როდის ეღირსებიან.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-09-2006, 10:40:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ჩემი აზრით სისელელეა იმიტომ რომ პლანსგეტურათაც რო იყოს მაინც დაიღლება კაცი!!! p.s.(და კიდევ ტ... საქმე გამოელიათ რა აღარ იციან რა ქნან რეებს იგონებენ რაა ეს??!!! )
20-02-2007, 00:41:24 | skyzer

"სანატრელი ერთადერთი დაგვრჩა, ასეთ შესაძლებლობებს ჩვენი გეიმერები როდის ეღირსებიან." --- ასწლეულების მერე ალბათ
13-09-2006, 01:07:58 | merabi

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.