მოკლედ სანამ თქვენ ისვენებდით, ჩვენ თავს დასვენების შესაძლებლობა არ მივეცით და ფორუმს კიდევ ერთი შესაძლებლობა დავამატეთ. ვიცი რომ ამ საკითხის გარდა ბევრი სხვა პრობლემებია გადასაწყვეტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ინფორმაცია ბევრს მოეწონება.
მოკლედ ამიერიდან შეგიძლიათ ჩქარი პასუხების დაწერა, ფორუმში აღარ არის საჭირო ცალკე მენიუში გადაცვლა, განსხავავება ისაა რომ ცოტაოდენ შეზღუდული შესაძებლობები გაქვთ, ჩქარი იმიტომაც ქჰვია :-). შეზღუდვა გამოიხატება შემდეგში: არ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ სიცილაკები, შიფტების ზომები და ტექსტის ფერი, თუმცა ხელით ყველაფერ ამის მითითება მაინც შეიძლება :-), მოკლედ ჯერ ამ შესაძლებლობით ისიამოვნეთ, ჩვენ კი მუშაობას გავაგრძელებთ. რა იცი მუშაობის პროცესში კიდევ რა მოგვივა თავში.
კომენტარი
ეს ფანჯარა კარგია, საფოსტო
გზავნილებმაც მაგრად
გაასწორა, მაგრამ yahoo.com_ის
მაილზე ეს გვავნილები რაღაც
გაუგებარი სიმბოლოების
სახით მოდის, ეტყობა yahoo.com_მა
უნიკოდი რას ნიშნავს ჯერ
კიდევ ვერ გაიგო,
უველაფერი წერია FAQ-ში, დააკვირდით და ყველაფერი გამოჩნდება.