Picasa v2.5.0 Build 32.94.0 Beta
განახლდა სურათების დასათვალიერებელი პროგრამა კომპანია Google_სგან. პროგრამა გამოირჩევა საუცხოო სისწრაფით, მეგობრული ინტერფეისით და ძალიან ბევრი შესაძლებლობებით. მაგალითად შეგიძლიათ დაძებნოთ სურათები მთელს კომპიუტერში, თან როგორც ეს Google-ს პროდუქტებს სჩვევიათ ძალიან, ძალიან ჩქარა. ასევე პროგრამა გამოგიყოფთ თავის ხისებრ სტრუქტურაში საქაღალდეებს რომლებიც სურათებს შეიცავს.
გაქვთ სურათების გადაგზავნის, დათვალიერების რედაქტორების შესაძლებლობები, ესმის პრაქტიკულად ყველა არსებული გრაფიკული ფორმატი. შესაძლებელია სურათების ბეჭდვა, საკუთარ ბლოგში განთავსება და სხვა მრავალი, მოკლედ არ ინანებთ. პროგრამა ცნობილ ACDSee-ს უწევს სერიოზულ კონკურენციას, ვიტყოდი ჩაგრავს და სურათების დამთვალიერებლის სტატუსს ართმევს. ასე რომ სულით და გულით გირჩევთ.
ესეც პროგრამა:
Picasa v2.5.0 Build 32.94.0 Beta 4,7 მეგაბაიტი
ბეჭდვითი ვერსია | 16-09-2006, 21:16:00 |
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|