მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
განახლებული iPod nano და shuffle

კომპანია Apple-მ გამოუშვა განახლებული პროდუქტები ამჯერად რა თქმა უნდა საუბარია მეექვსე თაობაზე. ახალი სერია გამოირჩევა დიდი მოცულობით, მაგალითად ერთერთი მოდელი აღჭურვილია 80 გიგაბაიტიანი ვინჩესტერით. ასევე წარმოდგენილი იყო ახალი iPod nano და shuffle.

პირველად შევეხოთ iPod nano-ს, მთავარი ცვლილება შეეხო კორპუსის სისქეს და ფერს, ამჯერად სისქე დაყვანილია 6,6 მილიმეტრზე, და კლასიკური შავისა და ვერცხლისფერის გარდა გამოდის მყვირალა ფერებიც, ესენია მწვანე, ვარდისფერი, ღია ცისფერი.  მოდელების ხაზი მოცულობის მიხედვით შეიცვალა, ამჯერად ხელმისაწვდომია 2, 4 და 8 გიგაბაიტიანი მოდელები.

პლეერებში გაზრდილია ავტონომიური მუშაობის დროც, ამჯერად დატენვის გარეშე შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში მუსიკის მოსმენა, თუმცა აქ არ ზუსტდება ისევ 50%-იანი ხმის აწევისას არის ეს ხანგრძლივობა, თუ სრული დატვირთვისას. შეიცვალა ფასებიც, ყველაზე იაფი ეღირება 2 გიგაბაიტიანი მოდელი, მისი ფასი ამერიკისთვის იქნება 142$ ევროპაში გაიზრდება 15-20%, საქართველოს წარმომადგენლობას პლეერები რუსეთიდან ჩამოაქვს, ასე რომ მათი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, პლიუს 18% დღგ. ყველაზე ძვირი მოდელი ეღირება 250 დოლარი, ეს რა თქმა უნდა იქნება 8 გიგაბაიტიანი მოდელი და ეს მოდელი გამოვა მხოლოდ კლასიკურ შავსა და ვერცხლის ფერებში. ფასი რა თქმა უნდა აქაც აშშ-სთვისაა დაანგარიშებული. შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმომადგენლობა წინა თაობის iPod nano პლეერებს ყიდის შემდეგი ფასდაანგარიშებით: 1GB - $290, 2GB - $320, 4GB - $390 ასე რომ 8 გიგაბაიტზე და 250 დოლარზე ოცნებასაც ვივიწყებთ.

საერთოდ შეიცვალა მინი პლეერების ხაზი რომელიც აქამდე და ახლაც ატარებს სახელს iPod shuffle. ადრე თუ ეს იყო 512 მეგაბაიტიანი, მაქსიმუმ 1 გიგაბაიტიანი პლეერი, ახლა იგი გახდა მინიმუმ 1 გიგაბაიტიანი, თან წაგრძელებული მართხკუთხედიდან, მან ფორმა იცვალა და პატარა კლიფსერს დაემსგავსა.

პლეერს შეეცვალა გაბარიტები, რომლებიც ახლა არის 27 х 41 х 10, აქვს ჯიბეზე ან მაისურზე დასამაგრებელი კლიფსერი, იწონის სულ რაღაც 15 გრამს და მუშაობს 12 საათი, სამწუხაროდ ისევ უცნობია საუბარია 50%-იან ხმის აწევაზე თუ სრულ ხმაზე. ეღირება ახალი მინი მოდელი აშშ-ში 80 დოლარი. ევროპისთვის მისი ფასი ისევ 15-20%-ით გაიზრდება, საქართველოსთვის ცოტათი კიდევ, ლიუს 18% დღგ. 

წინა თაობის  ფლეერებს საქართველოს წარმოამდგენლობა iPod shuffle-ს ყიდის შემდეგი ფასდაანგარიშებით 512 MB - $131, 1 GB - $197, ასე რომ 80$-ში ვერანაირად ვერ ჩავეტევით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-09-2006, 11:53:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

მორიგი iPOD-ომანიაკების გასახარებელი სათამაშოები.
18-09-2006, 13:52:20 | RIPPER_RUNA

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.