მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 24

ჰოო გამოვიდა, გამოვიდა ჩვენი 24-ე ბეჭდვითი ჟურნალი. ზოგი სულმოუთბენლად ელის, ზოგი კი არ ელის. მაგრამ ჩვენ მაინც ვუშვებთ.
წინა თვეში ძალიან გვიან მოგვიწია ნომრის გამოშვება, შესაბამისად ჩავთვალეთ რომ კონკურსებს აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დაგვიანებული იყო. ამასობაში მოვიდა მაისი და ჩვენი ჟურნალი 2 წლის გახდა.

ბეჭდვითი ჟურნალი #24 (მაისი 2006)

როგროც წესიერი მშობლები ჟურნალს დაბ დღეს ყოველთვის ვუხრით, ვითვალისიწინებთ წინა თვის გამოტოვებულ კონკურს და ამჯერად საინტერესო სტატეთან ერთად გთავაზობთ სუპერ კონკურსს, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ წელიწადში ერთხელ იმართება.
მაშ ასე დაბ დღეზე ვიცით რომ თქვენგან საჩუქრებს ვერ მივიღებთ, ეს შეუძლებელია (სამაგიეროდ ვიცით, რომ სულით გდა გულით გვილოცავთ), ამიტომ გადავწყვიტეთ საჩუქრები თქვენ გაჩუქოთ. პრიზად ვასახელებთ 4 საკმაოდ საჭირო აპარატურას. მოგებულები გაიხარებენ, წაგებულები კი....
კარგი არ გვინდა ცუდ ამბებზე საუბარი, მოკლედ ვყიდულობთ ჟურნალებს და ვიგებთ რა პრიზები გველის, მანამდე კი შეგიძლიათ გაიგოთ რა სტატიები გელით თვითონ ჟურნალში.



Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

ახ­ა­ლი Di­r­e­c­tX 10
ახლად დაინსტალირებულ Windows Vista-ში მომხმარებელი აღმოაჩენს ახალ გრაფიკულ ბიბლიოთეკას, რა სიახლეებს გვთავაზობს, გვჭირდება თუ არა, არსებობს, თუ არა  ამ ბიბლიოთეკებთან თავსებადი ვიდეო დაფები. შევძლებთ თუ არა მის დაინსტალირებას ჩვენს კომპიუტერებზე.

ძვე­ლი, მა­გ­რ­ამ ახ­ა­ლი ტე­ქ­ნ­ო­ლ­ო­გ­ია
დღეს DVD-ROM-ით ვერავის გააკვირვებ, მომხმარებლები ყიდულობენ DVD-RW მოწყობილობებს, მაგრამ ამ გაუკვევლობაში ბევრს გამორჩა ერთი სტანდარტი - DVD-RAM. ჩაფიქრებული როგორც სუპერ მოწყობილობა და დღემდე გამოუყენებელი. რას გვაძლევს ეს ტექნოლოგია ვიცნობთ თუ არა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.

ჩვენ გვი­შ­ვ­ე­ლ­ის “სი­კ­ვ­დ­ი­ლ­ის ლუ­რ­ჯი ეკ­რ­ა­ნი”
სისტემის გაჭედვისას ერთერთი უსიამოვნო ფაქტი რაც ჩნდება ეკრანზე ეს არის სიკვდილის ლურჯი ეკრანი, ზოგიერთისთვის ეს ეკრანი ნამეტანი ხშირად გამოდის და ყელში აქვს ამოსული, ზოგს კი საერთოდ არ უნახავს წლების მანძილზე, ეს ძირითადად აპარატურის და პროგრამული ნაწილის თავსებადობაზეა ფამოკიდებული, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ სიკვდილის ეკრანის გამოყენება შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ.

კლა­ს­ი­კ­უ­რი მა­მ­ა­ძ­ა­ღ­ლ­ო­ბ­ე­ბი
ვიცით რომ გამოუსწორებელი თაღლითები ხართ, რამდენიც არ უნდა მოგიწოდოთ გამოსწორდით და კარგი საქმე გააკეთოთ, მაინც თვალები რაღაცის გაფუჭებისკენ გაგირბით, ამიტომ თუ გაფუჭებაა გავაფუჭოდ, ოღონდ ისე რომ თან სისტემაც შევისწავლოთ, აღმოჩნდება რომ ვირუსების გარეშეც შეიძლება ახლობლის, ან შორეულის გემრიელად გაშაყირება.

აღ­ს­დ­ექ სი­ს­ტ­ე­მ­ას - ოღ­ო­ნდ შე­ნ­ით
სისტემის ავარიული აღდგენა ერთერთი საჭირბოროტ საკითხია, ხანდახან სისტემა უადგილო დროს ჩაიფიქრებს ხოლმე სულის დალევას, მის გადაინატალირებაზე კი შეიძლება რამდენიმე საათი დავკარგოთ. ამიტომ გავარკვიოთ როგორ შეიძლება სისტემის მწყობრში ჩაყენება მაქსიმალურიდ მოკლე დროში, თუნდაც იმისთვის რომ დაწყებული საქმე დაგვამთავრებინოს, შემდეგ კი კომპს პატივს ვცემთ და ახალ სისტემას დავაყენებთ.

რა­დ­იო სა­დ­გ­უ­რი ინ­ტ­ე­რ­ნ­ე­ტ­ში
რადიო და ტელევიზია დღეს ერთერთი სასურველი სამაუწყებლო მიღწევაა, სამწუხაროდ აპარატურას და არხის გამოყოფას ნამეტანი დიდი ფული სჭირდება, სად გვაქვს ჩვეულებრივ მომხმარებლებს ამის ფული? არა სულს ისე სწყურიაააა. თუმცა საერთოდ დაგვავიწყდა რომ გვაქვს ინტერნეტი და საყვარელი ADSL ინტერნეტი, გაემზადეთ, დროა გამოვიყენოთ ხელთ არსებული აპარატურა და სამყაროს ჩვენი ხმა გავაგონოთ.

სი­ს­ტ­ე­მ­ის კლო­ნ­ი­რ­ე­ბა
ხშირად გსმენია ალბათ რომ კომპიუტერულ ფირმებში ეზარებათ ყოველი მომხმარებლისთვის პერსონალურად სისტემის ინსტალირება, ამიტომ მიმართავენ კლონირების მეთოდს, იღებენ ერთ სისტემას და ამრავლებენ სხვა კომპიუტერებზე, თუმცა ამას მართო საქართველოში არ აკეთებენ, ასე იქცევიან უმსხვილესი კომპაიების, ისეთები როგროიცაა DELL, HP SAMSUNG, Fujitsu და ასე შემდეგ. ამასობაში ჩვენ თუ დავაპირებთ იგივეს გაკეთებას 99%-ში არაფერი გამოგვივა. მოდით გავარკვიოთ როგორ კეთდება სისტემის კლონირება.

მა­რ­თ­ე­ბ­უ­ლი ბრო­უ­ზ­ე­რი
იმის შედმეგ რაც ინტერნეტი გამოჩნდა, გამოჩნდა მისი დასათვალიერებელი პროგრამებიც, შემდგომში მათ ბროუზერები დაერქვათ, თავიდან ყველა თავისას იჩემებდა, ბოლოს შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც შეეცადა სტანდარტების ჩამოყალიბებას და მომხმარებლებისთვის მუშა გარემოს შექმანს.
რამდენად გაამართლა ამ სტანდარტებმა, საჭიროა თუ არა და რომელი ბროუზერი ამართლებს ცხოვრებაში, ის რომელიც სტანდარტებს იცავს თუ ის რომელიც ყველაფერ ურევს?

მა­ღ­ა­ლ­ტ­ე­ქ­ნ­ო­ლ­ო­გ­ი­უ­რი შე­ც­დ­ო­მ­ე­ბი, ანუ სი­ს­უ­ლ­ე­ე­ბი
ცხოვრება საშინელი რამ არის, წარამარა ყველა შეცდომას უშვებს, მაგრამ სკანდალურია შეცდომა, რომლებსაც პროფესიონალური კომპანიები უშვებენ. ასეთ რაღაცეებს არავინ არ მოელის ხოლმე.

ძირს ლეპტოპი, გაუმარჯოს სწავლას!
როგორ გგონიათ კარგია, თუ არა უნივერსიტეტში ნოუთბუქით სიარული? კომპანია intel-ი  დიდ რეკლამას უწევს ნოუთბუქებს, იგონებს ახალ ტექნოლოგიებს, გვიტარებს გამოფენებს და გვასწავლის რამდენად კარგია აყვე მოდას და წიგნების მაგივრად ლეპტოპი ატარო უნივერსიტეტში, საინტერესოა რა შედეგი მოყვა ამ გარემოებას საზღვარგარეთ, კმაყოფილია ხალხი და მასწავლებლები თუ...

დრა­ი­ვ­ე­რ­ე­ბ­ის შე­ნ­ა­ხ­ვა და აღ­დ­გ­ე­ნა
მოგიწია კომპიუტერზე სისტემის გადაინსტალირება და უცებ აღმოჩნდა რომ კომპიუტერს რომელსაც გადაინსტალირებას უპირებ დრაივერების დისკები არ აქვს! როგორ მოვიქცეთ, როგორ დავაინსტალიროთ სისტემა და როგორ გავაგებინოთ საყვარელ Windowს-ს თუ რა აპარატურა არის კომპიუტერში მოთავსებული.

შე­ზ­ღ­უ­დ­უ­ლი  პა­ს­უ­ხ­ი­ს­მ­გ­ე­ბ­ლ­ო­ბ­ის სი­ს­ტ­ე­მა
საყოველთაოდ ცნობილ Windows-ს აქვს ბევრი შესაძლებლობა, ერთერთი მათგანია მომხმარებლის რეგულირება, შეეძლოს, თუ არა ამა თუ იმ პროგრამის, შეეძლოს, თუ არა მუშაობა და საერთოდ რა უფლებები უნდა ჰქონდეს მომხმარებელს სისტემაში. Linux-ის მიმდევრები გვიმტკიცებენ რომ ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ Linux_ში არსებობს, ხოლო Windows-ში ასეთი რამ ოდითგანვე არ ყოფილა. კი ასეა თუ არ იცი შენს სისტემას რა შეუძლია, დაე შევისწავლოთ სისტემა საფუძვლიანად და მარტივად, ისე რომ თავი არ აგვტკივდეს.

Wi­n­d­o­ws-ის უხ­ი­ლ­ა­ვი შე­ს­ა­ძ­ლ­ე­ბ­ლ­ო­ბ­ე­ბი
ჩვენს ოპერაციულ სისტემას ბევრი რამ შეუძია, მათავარია იცოდე სად რა რას დააჭირო, არსებობს არა ერთი უტილიტა რომელიც სისტემას მოყვება, ზოგი რას გვაკეთებინებს, ზოგი კი რას, ამასობაში როდესაც არ ვიცით იძულებული ხარ გამოვიყენო უცხო მწარმოებლის პროდუქტები, ხშირად ფასიანი და საკმაოდ ძვირი

Uber So­l­d­i­er
უბერავენ ჯარისაკცები, დიდი ომი გერმანელებთან დამთავრდა, მსოფლიოს ნაწილმა ამ დღეებში აღნიშნა ეს ამბავი, მაგრამ გერმანელების შემოსევამ არა ერთი ლამაზი სათამაშო გაგვიჩინა, სასურველია დაიჭირო ეს საზიზღარი გერმანელები და მიახვრიტო, მიახვრიტო, მიახვრიტო... ნეტა რომელიმე ფირმა თუ დაწერს თამაშს რომელშიც გერმენელები ჩვენ ვიქნებით და იქეთ დავხვრიტავთ რუსებს, ინგლისელებს და ამერიკელებს 

ამბები თამაშების სამყაროდან
რა გველის თამაშების სამყაროში, რა თამაშები გამოდის , რომელი საერთოდ არ გამოდის და ტყუილად ველოდებით, ან იქნებ საერთოდ არ ვიცით და ისეთი გამოდის რომ სხვა ყველა თამაშის გადაყრა ღირს, საქმის ყურში რომ იყო ინფომრაცია უნდა წაიკითხო.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-05-2006, 08:35:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

2 ja_ja

უჰუჰ........(ამოვისუნთქე)

აბა ეხლა კაცურად სიმბოლოების ლიმიტიც მოხსენი და ჩასუნთქვა ჩემზე იყოს
11-05-2006, 23:07:24 | N1CK

ა ბატონო მოვხსენი საერთოდ სათაური იმედია ამოისუნთქებთ
11-05-2006, 23:02:30 |
COOOL
ყველაფერი საინტერესოა, რაც კარგია
11-05-2006, 22:19:47 | EsmTevzi
ღაღრზელება
მერე კბილების კაწ-კაწით ველოდები შემდეგ ნომერს მთელი თვე... მთელი თვე
11-05-2006, 21:37:17 | rcheula
როგორც 5 წლის ბავშვს ახალი წელი დათოვლის ბაუბას დანახვა ეგრე მიხარია
თქვენი ჟურნალის ახალი ნომრის დანახვა!!!...

იმენა ჯიგრები ხართ!

მაგრამ თვეში ერთხელ რომ გამოდის ეგ ცუდია ცოტა ჟურნალის სისქე გაზარდეთ რა... რა თორემ ორ დღეში "ვღეჭავ" მთელ ჟურნალს და მერე
11-05-2006, 21:35:46 | rcheula
ისე სათაური მართლა ნერვების მომშლელია
საფოსტო გზავნილები yahoo.com_ზე გაურკვეველი სიმბოლოების სახით მოდის, იქნებ გასწოროთ???
თუ yahoo_ს ბრალია???
11-05-2006, 19:11:14 | merabi
კაცურად სიმბოლოეიბის ლიმიტი გაზარდე რა დავიტანჯეთ
პ.ს.
კარგი პრიზებია ჟურნალში ეტყობა ჯიბეზე გაიკარით ხელი. ასე ქართველები დაბადებისდღეებზე იმდენს ხარჯავენ ხოლმე რომ მერე შემდეგი 2 თვე "მშივრები" რჩებიან აქოური კანონია
11-05-2006, 18:10:44 | N1CK
აუ ამ სათაურის წერამ ხო მომკლა:(
2 ja_ja

კაცო ეს სათაურის წერა ყველა კომენტისთვის რა უაზრობაა რა საჭიროა.. ჯერ მარტო დაა კვირდი რა სათაურებია: აღარაა, ჰო-ჰო, ო -ჰო-ჰო......თუ კომენტარს წერ სათაური რაღად უნდა ანდა პირიქით.

პ.ს.
კარგი
11-05-2006, 18:09:43 | N1CK
სად ვიყიდო ეს ჟურნალი ,არ იცით???
ამ ჟურნალის ყიდვა მინდა მაგრა და თ უ ვინმემ იცის სად შეიძლება შეძენა დაწეროს რა
11-05-2006, 13:24:37 | GIO
ო-ჰო-ჰოო
საერთოდ მიღებულია, რომ სათევზაო ადგილები არ უნდა გათქვა! :-P
11-05-2006, 13:07:34 | Shako

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.