COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » SanDisk SANSA სერიიდან e200 თბილისში

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=860


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
SanDisk SANSA სერიიდან e200 თბილისში

კომპანია SanDisk-ის მიერ გამოშვებული iPOD-ის კონკურენტი პლეერები სერიიდან e200  თბილისში გამოჩნდა. კომპანია SanDisk-ი ცნობილია ფლეშ მეხსიერების წარმოებით შეიძება ითქვას რომ Samsung-ის შემდეგ იგი მეორე ფირმაა ფლეშ მეხსიერების წარმოების სიმძლავრით. შესაბამისად კომპანიამ ჩაიფიქრა და შესძლო წარმოებაში ჩაეშვა საკუთარი მარკით გამოსული მედია პლეერები. ბოლოსდაბოლოს მეხსიერება კომპანიას სხვისგან შესაძენი არა აქვს. შედეგად გამოჩნდა პლეერების კლასი SANSA. ზაფხულში ამ პლეერების ახალი სერია გამოვიდა მარკით e.


მედია პლეერების ხაზი საკმაოდ ფართოა. არის როგორც 1 გიგაბაიტიანი ასევე 2, 4 , 6 და 8 გიგაბაიტიანი პლეერები. ყველა მათგანი პოზიცირდება როგორც iPOD-ის კონკურენტი, რეალურად კი მკვლელი. გარდა იმისა რომ ყველაზე პატარა მოცულობის მედია პლეერსაც კი ფერაცი ეკრანი გააჩნია (რაც iPod Shufle-ს ნამდვილად არ გააჩნია), ახალი მედია პლეერებს აქვთ დანატებითი სლოტი რომელშიც შეიძება ჩასმული იყოს MicroSD  ფლეშ ბარათი. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ ბარათების ზომა დღეისათვს უკვე 4 გიგაბაიტს აღწევს, გამოდის რომ პლეერებს ემატებათ მშვენიერი გაფართოების შესაძლებლობა. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი მათგანის მოსულობა შეიძება აღნიშნული მოცულობით გაიზარდოს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2 და 4 გიგაბაიტიანი MicroSD  ბარათები სულ ახალი გამოსულია და მათი შოვნა არც თუ ისე იოლი იქნება თან არც თუ ისე იაფი ეღირება.

თვითონ სიტყვა SANSA სანსკრიტზე ნიშნავს ”შექებას, დიდებას” ხოლო მარკა e ნიშნავს expandable. ყველა მოდელს აქვს 1,8 დუიმიანი TFT ეკრანი, ტიტანის შენადნობისგან დამზადებული კორპუსი, რაც პლეერს იცავს დაკაწვრისაგან, აღიქვავს უმრავლესობა გრაფიკულ ფორმატებს, შეუძია აუდიო ვიდეო ფორმატების აღქმა, გათვლილია აუდიო ფაილების მოსმენისას 20 საათიან უწყვეტ მუშაობაზე,  ინტეგრირებულია USB 2.0ინტერფეისი რაც უზრუნველყოფს ფაილების სწრაფ გადაწერას. პლეერევს აქვთ FM ტუნერი და შეუძიათ რეალურ დროში ჩაიწერონ აუდიო ფაილები, ანუ მათი კიდევ ერთჳ გამოყენების სფეროა დიქტაფონი.

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ეს მედია პლეერები უკვე თბილისში გამოჩნდა. საკმაოდ ოპერატიულად მოხდა მათი საქართველოში ჩამოტანა. რასაც იგივე iPOD-ზე ვერ ვიტყვით. თან საკმაოდ იაფიც ღირს SANSA-ს მედია პლეერები. ძირს გთავაზობთ ორ ჩამონათვალს ერთი ასახავს მწარემობლის ინფორმაციას მოდელების შესახებ, მეორე კი ასახავს საქართველოში გამოჩენილ მოდელებს:

 ფასები და ქარხნული მახასიათებლები e200-ის სერიისთვის

მოდელი მუშაობის დრო კომპოზიციების რაოდენობა ფასი ლარი
Sansa e250 (2 GB) 32 საათი 480 318
Sansa e260 (4 GB) 64 საათი 960 405
Sansa e270 (6 GB) 128 საათი 1440 500
Sansa e280 (8 GB) 160 საათი 1920 - - - -

 ფასები და ქარხნული მახასიათებლები e100-ის სერიისთვის

მოდელი
მუშაობის დრო
კომპოზიც. რაოდ. ფასი ლარი
MP3 WMA MP3 WMA
Sansa c140 (1 GB) 16 32 240 480 142
Sansa c150 (2 GB) 32 64 480 960 212
         

* დროისა და რაოდენობის დაანგარიშებისას საშუალოდ აღებულია
128 Kb  4 წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია 

ყველა პლეერს აქვს ზემოთხსენებული გაფართოების სლოტი და ფერადი ეკრანი. ასე რომ ნებისმიერი MP3 პლეერის შეძენის წინ ნამდვილად გირჩევთ რამდენიმე სხვადასხვა მწარმოებლის პლეერები ნახოთ, მითუმეტეს რომ დღეს მათი რაოდენობა შედარებით ბევრია საქართველოშიც კი. არ ღირს ბრმად მოდას და სხვის რჩევას აყოლა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-09-2006, 14:30:00 |
   
თემატური სიახლეები


გამოხმაურება

E260 მე მაქვს და ძაან მაგარი რაგაცააა))....კიდობანში ვიყიდე და 225 მივეციი))და USB იტენებაა ))
09-02-2009, 02:48:20 | FeLoNcHiK

ძალიან გთხოვთ ვინმემ მითხარით სად იყიდება რა...ძაან გტხოვთ
28-10-2006, 12:29:25 | vaso

რომელი მაღაზია ყიდის ????????
16-10-2006, 21:46:22 | dat

Sansa c140 (1 GB) სად შეიძლება ვიყიდო?? რომელ მაღაზიაში??
26-09-2006, 22:25:22 | Gozala

giviko
C სერია მქონდა და ვიცი რომ მუშოაბს AAA ელემენტზე, აი E სერია მართალი გითხრა არ ვიცი, შეგიძლია ინფო ნახო მწარმოაბლის საიტზე
24-09-2006, 12:15:03 |

ეხა ვნახე და მაგრა მომეწონა მარა რა მაინტერესებს თუ ვინმემ იცით ელემენტებზე მუშაობს თუ USB-თი იტენება და სად იყიდება იქნებ მიმასწავლოთ.
22-09-2006, 14:41:52 | giviko

მე iRiver U10 მაქ !!! ძაან კმაყოფილი ვარ... სხვათაშორის ipod-ის ერთერთი მძლავრი კონკურენტი ფირმაა!! ხმის მახასიათებლებითაც ჯობია მას. ისე ყველას გირჩევთ მაგ ფირმის პლეერებით დაინტერესდეთ და iAudio–ც ძაან სერიოზული ფირმაა ესეც ხმის ამბავში, ერთადერთი დისკომფორტი რომელიც მაქვს ეს PlayForSure –სისტემა. რაღაც microsoft–ული კვერცხობაა რომელიც შეზღუდვებს მიკეთებს რაღაც რაღაცეებზე! და ხო რაც მთავარია მე პირადად მიმაჩნია რომ ipod საკმაოდ დიდი ზომისაა რაც არ მომწონს ძაან მიუხედავათ მისის სიბრტყელისა, ჩემი პლეერი სულ მცირე 2ჯელ მაინც უფრო პატარაა!!
21-09-2006, 14:38:31 | Gozala

khutsu
გაფიცებ ყველაფერს როგორ მოახერხე ინგლისური ასოებით ტექსტის აკრეფვა?? გადავაკეთე ყველაფერი რომ ყველა ბროუზერზე ქართულად აკრეფვის შესაძლებლობა იყოს რაფრა მოახერხე ინგლისური ასოებით აკრებვა???
21-09-2006, 09:57:30 |

mec SAMSUNG-i maqvs da sruliad kmayopili var! YP-U2J mshvenieria tan USB zedve aqvs! :) flash kartas punqciasac asrulebs tu rame progis an tamashis chatera minda sxva kompshi mashin shignit vter da ise mimaqvs! FM radioc aqvs diktoponic WAV pormati! moklet arc aipodi minda da araperi dzaan magaria! magis shnurebis da calke USB sheertebis tavi vis aqvs!
21-09-2006, 00:58:05 | khutsu

ყველაფერში გეთანხმები ჯიგარ!

აუცილებელი არაა მაინც და მაინც აიპოდი გედოს ჯიბეში და იმას ამარიაჟებდე, უბრალოდ აიპოდზე ბევრად იაფი და ბევრად კაი ფლეერების შოვნა შეიძლება და არც ისე ძნელია!

მე მაქვს სამსუნგის YP-T8Z და მაგარი კმაყოფილი ვარ, პროსტა USB დამეკარგა და იმის მერე ცოტათი მომბეზრდა და მაგის USB_ს კიდევ ვერსად ვშოულობ!
20-09-2006, 19:40:54 | KAKAIA

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.