მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Microsoft Zune - ფასი ცნობილია

კომპანია Microsoft-ის მიერ გამოსაშვებად გამზადებული პლეერი ZUNE, უკვე ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვიუწყებოდით. იგი არის პლეერ iPOD-ის პირდაპირი კონკურენტი და თავიდანვე ცნობილი იყო რომ ახალი პლეერი iPOD-ზე იაფი ეღირებოდა, მაგრამ ზუსტად რა ფასი ექნებოდა არავინ იცოდა.

ამჯერად ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა. საბოლოო ინფორმაციით პლეერის ფასი არ აიწევს 229,99 დოლარზე ზემოთ, ოღონდ რა თქმა უნდა საუბარია აშშ-ს ტერიტორიაზე. ჩენთან ორი პარტნიორი კომპანია და ერთი ოფიციალური წარმომადგენელია, მაგრამ ჩამოიტანენ ამ პლეერს თუ არა და რამდენად გაზრდიან მის ფასს არავინ იცის, უბრალოდ აქვე დავძენდი ისევე როგორც iPOD-ის წარმომადგენლობაც, ასევე შესაძლებელი ZUNE-ს წარმომადგენლობაც საკმაოდ მეძვირეები იქნებიან, ამის უფლებას გვაძლებს პარტნიორ კომპანიების დღევანდელი პროდუქტების სავაჭრო ფასები.

კარგით შევეშვათ ჩვენს მოუწესრიგებენ ბაზარს და მივხედოთ სიახლეს. მოკლედ თავიდან პლეერის ფასი უნდა ყოფილიყო 289,99  დოლარი, მაგრამ იმის შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ iPOD-ის  შესაფერისი მოცულობის ახალი პლეერების ფასი იქნებოდა 249 დოლარი, სხვა გზა აღარ იყო და სასწრაფოდ მოხდა აპარატის 60$-ით გაიაფება. უკვე ცნობილია რომ ორი კომპანია APPLE და Microsoft-ი ერთმანეთს ამ ბაზარზე გემრიელად დაეჯახებიან, თან ამ უკანასკნელს ფინანსური შესაძლებლობები მეტი აქვს, შედეგად ფასთა ომი შეუძლია უპრობლემოდ მოიგოს.  ასე თუ ისე ფასების ომი მხოლოდ მომხმარებლების ჯიბისთვისაა კარგი. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ ორივე კომაპნიას თავისი ონლაინ მაღაზია გააჩნია რომლიდანაც არც თუ ისე ცოტა ფულს ამოქაჩავენ, ასე რომ შეუძლიათ აპარატურა იაფად გაყიდონ, მაგრამ მულტიმედია კონტეტში ამოქაჩავენ დახარჯულ თანხებს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-09-2006, 10:34:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

lukatar
ნუ მისტერ ყოვლის მცოდნევ გამცნობებ თუ წინა პოსტებიდან არ იცი რომ ZUNE იქნება მხოლოდ 30 გიგაბაიტიანი, ანუ ამჯერად მეტიანი არ არსებობს, გეგმაში. iPOD-ის მაქსიმუმი არის 80 GB და ღირს 350, ხოლო შესაბამისში იგულისხმება iPOD-ი რომელსაც აქვს 30 GB მოცულობა. ახლა იმედია დაკმაყოფილებულია ტქვენი ცნობისმოყვარეობა. ისე თვალს რომ ადევნებდე ამ პლეერის ნიუსებს დაჟე მარტო ჩვენს საიტზე გასაგები ქინებოდა რომ 30 გიგაზეა საუბარი!
26-09-2006, 14:12:24 |

...ცნობილი გახდა რომ iPOD-ის შესაფერისი მოცულობის ახალი პლეერების ფასი იქნებოდა 249 დოლარი...

შესაფერის მოცულობაში რა იგულისხმება? არსად არის სტატიაში ნახსენები რა მოცულობის ზუნეზეა ლაპარაკი და მითუმეტეს გაუგებარია ამ გაუგებარი მოცულობის ზუნეს შესაფერისი აიპოდის მოცულობა. რამდენი გბ-ა ეგ ვაჟბატონი?
26-09-2006, 00:00:11 | lukatar

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.