მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ანტისკლეროზული ბეჭედი

ტექნოლოგიური პროგრესი წინ მიიწევს, ყველაფერი მონიატურიზაციას განიცდის, ასე მოხდა ახა ბეჭედთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით ეს არის უბრალო ბეჭედი რომელი ჩვეულებრივი ადამიანის თითზე კეთდება, მაგრამ მას გააჩნია თავისი ენერგო სადგური და ელექტრონული შიგნეულობა, ყველაფერი ეს კი გამოიყენება საჭირო თარიღის შესახსენებლად.

მოკლედ მამაკაცებს სჩვევიათ ყურადღება არ მიაქციონ წვრილმანებს, მაგალითად ბევრს არ ახსოვს, ქორწილის თარიღი, ან სიდედრის დაბადების დღე, თუ არ გინდათ რომ მეუღლის თვალში ჩაიჭრათ, სასურველია მოახლოებული თარიღი წინასწარ გაიხსენოთ და მოემზადოთ. სწორედ ასეთი საქმისთვისაა ახალი ტექნოლოგიური ბეჭედი შექმნილი, მას შეუძლია დაიმახსოვროს ერთი ძირითადი თარიღი და მფლობელს მის მოახლოების შესახებ ამცნობებს 24 საათით ადრე. თარიღი პროგრამირდება შეძენის დროს, გასაგებია რომ მომავალმა მფლობელმა გამყიდველს სასურველი თარიღი ზუსტად უნდა მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებრობა გარდაუვალია.

შეხსენების მეთოდი საკმაოდ თავისებურია, ისევე როგორც ბეჭდვის ელ-მომარაგების მეთოდი. ელ-მომარაგება ხორციელდება ადამიანის სითბოს ხარჯზე, ბეჭედში ინტეგრირებულია თერმო ელემენტი რომელიც ადამიანის სითბოს გარდაქმნის ელექტრო ელნერგიაში, ხოლო შეხსენება კი იწყება ბეჭდის შეთბობოით, ანუ ნელნელა ბეჭედი თბება, ოღონდ დათბობა იწყება შესახსენებელი თარიღის დადგომამდე 24 საათით ადრე. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ბეჭედი მით უფრო ცხელდება. საბოლოოდ ბეჭდის ტემპერატურა აღწევს 50 გრადუსს, ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ არ არის ის ნიშნული რომელიც კანს დააზიანებს ან დაწვავს. ექიმების შეფასებით 50 გრადუსი ეს არის ძალიან ცხელი აბაზანის ტემპერატურა. მოკელდ ყველაფერი მშვენიერია.

საინტერესო საქმე კი იმაში მდგომარეობს რომ ასეთი ვეჭედი არ არსებობს ბუნებაში, ეს არის ერთერთი იუველირის Chris Fondell -ის იდეა, რომელიც უბრალოდ გასართობად ჩამოაყალიბა და განათავსა Alaska Jewelry-ის საიტზე. ხუმრობა ბევრმა ვერ გაიგო, შედეგად იუველირმა მიიღო აურაცხელი გამოხმაურება და აურაცხელი ბეჭდების დაკვეთა სხვათაშორის არა მხოლოდ მამაკაცებისგან, ქალბატონები დამატებით რაიმე თვალის ჩასმასაც კი ითხოვდნენ. დღეისათვის იუველირი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია, ბეჭედი არ არსებობს, მოთხოვნა კი პრაქტიკულად ვებერთელაა. ახლა იგი იძულებულია დაჯდეს და იფიქროს როგორ მოახერხოს თავისი იდეის რეალიზაცია რეალურ ცხოვრებაში, ანუ იძულებულია შექმნას რეალურად მუშა ბეჭედი, მაგრამ სად გინდა იშოვო ასეთი მინი თერმო ელემენტები და სითბოს გამომყოფი მოწყობილობები?.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 24-09-2006, 11:30:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.