მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Archos 504 და 160 გიგაბაიტი

ცნობილი კომპანია დიდიხანია ცნობილია მსოფლიოსთვის თავისი მულტიმედია პლეერებით. ამ პლეერების რამდენიმე მოდელმა საქართველოშიც კი შემოაღწია. მაგრამ დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე თვის წინ ანონსირებულ მოდელს რომელიც ჭორების მიხედვით დაგეგმილი იყო,მაგრამ გამოვიდოდა თუ არა არავინ იცოდა.

ასე თუ ისე როგროც იქნება ჭორები დადასტურდა და ბაზარზე გამოჩნდა ახალი პლეერი Archos 504, რომელიც თავისი წინამორბედი ძმებისგან ძირითადად გამოირჩევა დიდი მოცულობის ვინჩესტერით. Archos 504  გამოვა ორ ვერსიაში 80 და 160 გიგაბაიტიანი ვინჩესტერებით, გარდა ამისა მოწყობილობას აქვს 4,3 დუიმიანი ფერადი TFT  ეკრანი. რა თქმა უნდა ამხელა ეკრანისა და დიდი ვინჩესტერის მოცულობა მიუთითებს მის ვიდეო ფაილების სიყვარულზე. სწორედ ამიტომაცაა რომ პლეერს აქვს ყველა ძირითადი სტანდარტის ვიდეოს მხარდაჭერა MPEG-4, ASP, WMV, MPEG-2, VOB. თუ შეიძენთ დამატებით DVR სადგურს მაშინ შეგეძლებათ პლეერი გამოიყენოთ ვიდეო მაგნიტოფონის როლში, ამ შემთხვევაში შეგეძლებათ გამოზახულება ტელევიზორში გაუშვათ.

ტელევიზორში გამოსახულება გადის DVD ხარისხით, გარდა ამისა გეძლევათ მშვენიერი შესაძებლობა ჩაიწეროთ ტელეგადაცემები რეალურ დროში MPEG-4 ფორმატში. სამწუხაროდ ეს სილამაზე არც თუ ისე იაფი ეღირება. მისი სავარაუდო ფასი აღწევს 890 დოლარს. ამ ფასში კი შეიძება კაცი დაფიქრდე და საერთოდ ნოუთბუქი შეიძინო, მაგრამ მას Archos 504-ს დამახასიათებელი დიდი მოცულობა ბევრი შესაძებლობა და პატარა ზომები ნამდვილად არ ექნება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-09-2006, 15:18:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.