COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » მილიონი დიზაინში

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=901


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
მილიონი დიზაინში

კომპანია intel-მა საკმაოდ საინტერესო წინადადება შესთავაზა ყველა დიზაინერს და კომპიუტერული კორპუსების მწარმოებლებს. მაშ ასე, თუ თქვენ ან თქვენს მეგობარს შეგიძლიათ შექმნათ კომპაქტური ლამაზი და მომხიბვლელი ახალი თაობის კომპიუტერული კორპუსი  Intel Viiv -ისთვის, მაშინ თქვენ გაქვთ შანსი პრეტენზია გქონდეთ 1 მილიონ დოლარზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას (პლანეტა დედამიწის ნებისმიერ დიზაინერს, მოსახლეს თუ კომპანიას. ეროვნებას და ადგილსამყოფელს მნიშვნელობა არა აქვს), ოღონდ გაითვალისწინეთ მხოლოდ ფუტურისტული ნახატი ბევრს არაფერს ნიშნავს უნდა იყოს ყველაფერი პრაქტიკული თვალსაზრისით გათვლილი. ასევე გაითვალისწინეთ რომ საპრიზო ფონდიდან 300 ათასი გადაეცემა თვითონ დიზაინერს, დანარჩენი 400 ათასი წავა სარეკლამო და მარკეტინგულ საქმეებში (სავარაუდოდ თითონ დიზაინერიც მიირებს მონაწილეობას ამ საქმეში) ხოლო დარჩენილ 300 ათასზე არავინ არაფერს ამბობს.

ასე თუ ისე თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ საქართველოშიც არის intel-ის წარმომადგენლობა, მაშინ გამოდის რომ ეს შემოთავაზება მთლად ფანტასტიკის სფეროდან არ არის, მთავარია სურვილი და ყველაფერი მიღწევადია.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-09-2006, 20:56:00 |
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

აპირებ დიზაინის შექმნას???? კარგია, ძლივს არ დავინახე ქართველებში ენთუზიაზმის ნაპერწკალი
01-10-2006, 20:27:19 | Davidus

ინტელის საიტზე ვერ ვნახე ეს სიახლე, იქნებ ვინმემ მიმასწავლოთ
30-09-2006, 17:49:39 | alchemist

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.