მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
IDF Fall 2006 - 45 ნანომეტრი, 80 ბირთვი და ერთი ტერაფლოპი

კომპანია intel-ი არ ფიქრობს მიღწეულზე გაჩერებას. ვინც ჯერ კიდევ არ იცის შევახსენებ, რომ ამა წლის 16 ნოემბერს მოხდება 4 ბირთვიანი პროცესორის ოფიციალური ანონსი, მაგრამ მანამდე ჩატარებულ IDF Fall 2006 -ზე კომპანიამ წარმოადგინა თავისი ახალი შესაძლებლობა და ამით თქვა მე ვარ პროცესორებში ყველაზე ძლიერიო.

მართალია ამ იდეას ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს, და შეიძლება კონკურენტებსაც რაღაც ამდაგვარი ჰქონდეთ, მაგრამ ის რაც სამყარომ ამ გამოფენაზე ნახა დიდი სალაპარაკო გახდა. მაშ ასე შემსრულებელი დირექტორი პოლ ოტინელი (Paul Otellini) თავის შესავალი სიტყვის დროს ხელში იღებს ვებერთელა კაჟმიწის (ბევრი უფრო იცნობთ სახელით კრემნიუმი) ფირფიტას  და დამსწრე საზოგადოებას აჩვენებს ახალ მიღწევას, 45 ნანომეტრული ტექნოპროცესით დამზადებულ ფირფიტას, რომელიც შედგება  80 მიკროსქემისგან, რომელით თავის მხრივ შედგებოდა 80 ბირთვისგან. თითო პროცესორის ტაქტიკური სიხშირე ოტინელის სიტყვებით 3,16 გიგაჰერცს აღწევს. რა უნდა თქვა აქ ჩვეულებრივმა მოკვდავმა? ფაქტია კომპანია არ ხუმრობს და აშკარად ამბობს ჩემი დამწევი არც AMD არის თავისი შესაძებელი 4 ბირთვიანი პროცესორით და არც ნაქები SONY + IBM-ი თავისი CELL-ის 7 ბირთვიანი პროცესორითო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სიტყვებითვე ასეთი პროცესორები მასიურ წარმოებაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ იქნება მიღწევა მაინც შთამბეჭდავია. ტექნიკურად ასეთი პროცესორების გამოშვება დაიწყება 45 ნანომეტრული ტექნოპროცესის სრულყოფილი ათვისების შემდეგ, მაგრამ უკვე დრესვე მიახლოებით ცნობილი ხდება ასეთი პროცესორების წარმადობა, იდეაში მათ უპრობლემოდ უნდა გადალახონ 1 ტერაფლოპიანი ზღვარი.
პირველად ეს ზღვარი გადალახული იყო 10 წლის წინ, ეს იყო კომპიუტერი რომელსაც შეეძლო 1 ტრილიონი ოპერაციის ჩატარება წამში (ანუ 1 ტერაფლოპი), პროცესორს ერქვა ASCI Red და შედგებოდა 10 000 PowerPC  პროცესორისგან. გასაგებია რომ ასეთი კომპიუტერი დიდ ადგილს მოითხოვდა კონკრეტულად კი 160  კვადრატულ მეტრს. დღეს კი პოლ ოტინელს 80 ასეთი სიმძლავრის პროცესორი ორ ხელში უჭირავს. მართლაც შთამბეჭდავია.

შემსრულებელი დირექტორის სიტყვებით კომპანია მომავალი წლების განმავლობაში აპირებს არა მარტო  ბირთვების რაოდენობაზე აქცენტირებას, არამედ მისი ძირითადი პრიორიტეტი იქნება  1 ვატ ენერგიაზე წარმადობის გაზრდა (performance per watt) ანუ ცხელი პროცესორები ყველას მობეზრდა ახალი CONROE კი გვიჩვენებს რომ ზეციური წარმადობის მიღწევა გადახურების გარეშეც მიიღწევა. დღესდღეობით მთავარი ამ მიმართულებაში არის უფრო წვრილი ტექნოპროცესის გამოყენება. საუბარია 45 ნანომეტრზე, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს იგივე ტრანზისტორების რაოდენობისას წარმადობა 20 პროცენტით, ხოლო  ენერგიის დაკარგვა ამ დროს შემცირდება 5-ჯერ, ეს თავისმხრივ დადებითად იმოქმედებს პროცესორის ტემპერატურაზე. 

მოკლედ მომავალი 5 წლის სავარაუდო გეგმა იდეაში ვიცით, ახლა მთავარია კომპანია არ აღმოჩნდეს გადაულახავი ბარიერის წინაშე, სულ რაღაც 5 წლის წინ Pentium 4 და მისი ტექნოლოგია Netbrust-ი იდეაში იძლეოდა შესაძლებლობას წარმოებაში ჩაშვებულიყო 0 და 15 გიგაჰერციანი პროცესორები, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ 4 გიგაჰერციანი ზღვარის გადალახვა ტემპერატურის გამო ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-09-2006, 14:52:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

საიტერესოა :) ხალხმა კომენტარი მარლთწერის შეცდომებზე გააკეთა ანუ ამ სტატიაში მხოლოდ ეს იყო საინტერესო
02-10-2006, 13:50:44 | Frrrredo

ბოლო აბზაცში "მოკლედ"-ის შემდეგ მძიმე უნდა

:D
02-10-2006, 00:52:18 | r_tatishvili

ამ კაცს მგონი კორექტორად დავნიშნავ
01-10-2006, 22:35:33 |

შენ რომ შეცდომები არ გამოჩხრიკი არ შეიძლება რა.. :D :D :D
01-10-2006, 20:24:48 | Davidus

შემსრულებელი თუ აღმასრულებელი დირექტორი?

01-10-2006, 18:27:00 | N1CK

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.