მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony-მ აღიარა რომ მისი აკუმულატორები ფეთქდება

რამდენიმე თვის დუმილის შემდეგ კომპანია Sony-მ როგორც იქნა აღიარა რომ მისი აკუმულატორები რომლებიც პრაქტიკულად ყველა დღევანდელ ნოუთბუქებში გამოიყენება შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს. როგორც ვიცით ნოუთბუქების აფეთქების პიკმა აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანა.  ძირითადად მსხვერპლი აღმოჩნდა კომაპნია HP რომლის ნოუთბუქებიც ლამის ასანთის ღერებივით ბეთქდებოდა, სხვათაშორის არც კომაპნია APPLE გადაურჩა ამ სიტუაციას, ისევე როგორც კომპანიები DELL, ASUS  და IBM.

ნოუთბუქების აფეთქებას გადაყვა 1 ავტომანქანა 3 სახლი, 2 პრესკონფერენცია და ლამის საერთოდ განადგურდა კომაპნია Yahoo-ს ერთერთი ოფისი. როგორც კომპანია SONY-ის ლითიუმ იონურ აკუმულატორებში მართლაც არის შესაძლებელი რომ დამზადების პროცესში გარკვეული ხარვეზები იჩენდეს თავს, ასე მაგალითად ერთერთ მიზეზად მიჩნეულია მიკროსკოპული ლითონის ნაწილაკები, რომლებიც შესაძლებელია ეხებოდნენ ელემენტების სხვა დეტალებს, შედეგად ამან შეიძლება გარკვეული გარემოებების დამთხვევისას გამოიწვიოს მოკლე ჩართვა. იდეაში მოკლე ჩართვამ აკუმულატორი მწყობრიდან უნდა გამოიყვანოს და საერთოდ უნდა გამოირთოს აკუმულატორის ყველა ელემენტი, მაგრამ დამატებითი გარემეობების შემთხვევაში შეიძლება გამორთვა არ მოხდეს, შედეგად მოხდება აკუმულატორის გადახურება და ზოგიერთ შემთხვევაში აფეთქბა და აალება.

კომპანია Sony-მ აღნიშნული განცხადება თავის საიტზე ერთერთ პრესრელიზში განათავსა, ამჯერად მიმდინარეობს აშშ-ს მომხმერებელთა უსაფრთხოების კომისიასთან  (Consumer Products Safety Commission) ინტენსიური კონსულტაციები, მაგრამ ძირითადი კონსულტაციები აკუმულატორების შეცვლასთან დაკავშირებით მაინც OEM მწარმოებლებთან უნდა გაიმართოს, სწორედ მათ ნახეს ყველაზე დიდი ზარალი. სანამ კომპანია Sony დუმდა ნოუთბუქის მწარმოებლები იძულებულები იყვნენ 6 მილიონი აკუმულატორი თავის ხარჯებით აენაზღაურებინათ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-10-2006, 10:00:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ჩემი Compaq-ის ნოუთბუქი კი იყო ბულკივით

მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ H.D-ს ტემპერატურამ ერთხელ 55 გრადუსაც მიაღწია და მერე 15 წუთი დიდი ვინტილატორის ქვეშ იყო (ჩვეულებრივი სახლის ვინტილატორის)
01-10-2006, 18:19:39 | N1CK

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.