მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ELCOMMCAUCASUS 2006 ტექნო გამოფენა თბილისში

თბილისი გათამამებული არ არის ტექნოლოგიური გამოფენებით ასე რომ ყველა ასეთი ღინისძიება ტექნოლოგიურ მანიაკებს განსაკუთრებით უხარიათ. არ დავმალავთ და გაცნობებთ რომ ჩვენს არანაკლებ გვიხარია და ველოდებით საინტერესო გამოფენას.  როგორც წესი ELCOMMCAUCASUS იმართება ხოლმე შემოდგომაზე, ტარდება დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე, წელსაც ორგანიზატორებმა არ გვიღალატეს და 5-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით მე-11 პავილიონში ჩატარდება ტექნოლოგიური გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტექნოლოგიური მიღწევები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ თბილისში ასეთი გამოფენები იშვიათია, ასე რომ მის გამოტოვებას არ გირჩევთ.

გამოფენა დაიწყება 5 ოქტომბრის 10 საათზე  და გასტანს 7 ოქტომბრის 6 საათამდე, გაითვალისწინეთ, რომ გამოფენა 24 საათი არ მუშაობს, ყოველ საღამოს იხურება, ასე რომ მსურველებმა იჩქარეთ. ასევე გაითვალისწინეთ წინა წლების გამოცდილება, გამოფენაზე დასწრება ფასიანია და წინა 2 წლის განმავლობაში ფასი არ შეცვლილა, იგი 1 ლარის ზღვარზე გაჩერდა. ასე რომ ასწიეთ ერთი ლარი მაღლა და 5 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, ან არჩევნებამდე აუცილებლად ეწვიეთ მე-11 პავილიონს.

გამოფენაზე გელით შემდეგი თემატიკის პავილიონები: კომპიუტერული ტექნოლოგიები,  პროგრამული უზრუნველყოფა , ქსელური სისტემები, აუდიო და ვიდეო სისტემები, საბანკო დაცვის სისტემები, კავშირგაბმულობა, სარეკლამო ტექნოლოგიები, დაზგა დანადგარები  და სხვა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-10-2006, 21:59:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

Ja_Ja
აგრე იყოს! :) ხვალ 10-ზე იქა ვარ
04-10-2006, 23:40:34 | Power_VANO

Power_VANO
შაბათსთვის ნუ გადადებ. წინა წლების გამოცდილებით ვიცი რომ შაბათს კი არის დანიშნული გაგრძელება მარა ხალხის ნაკლებობის და ბანძი ამინდის გამო ბოლო ორი წელი ვეჩნა 11-12 საათზე იწყებდნენ ალაგებას .
ასე რომ თუ ნახვა გინდა 5-ში იქ დაერჭე ან მაქსიმუმ 6-ში!
02-10-2006, 17:27:35 |

შაბატს ე.ი. 7-ში მცალია წავეთრიო ერთი ვნახო რაი ხდება მანდ :)
02-10-2006, 14:48:26 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.