მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Toshiba უკან იწვევს 340000 ნოუთბუქს Sony-ს აკუმულატორით

კომპანია Toshiba იძულებულია უკან გაითხოვოს თავისი ნოუთბუქების უდიდესი პარტია, მიზეზი უკვე ცნობილი Sony-ს წარმოების აკუმულატორებია, რომლებსაც სჩვევით გადახურება, აფეთქება და აალება. საინტერესოა ეს უკვე რამდენი მილიონი უკან გაწვეული აკუმულატორი გამოდის.  როგორც კომპანია იტყობინება მის ნოუთბუქებში გამოყენებულ აკუმულატორებს აფეთქება არ სჩვევია, უბრალოდ ისინი მუშაობას, ანუ ენერგიის გაცემას მაშინაც არ წყვიტავენ როდესაც ნოუთბუქი გამორთულია :-)

ამჯერად უკან გაწვეულ ნოუთბუქების სიაში მოხვდა 2006 წლის მარტიდან მაისამდე წარმოებული Dynabook და Satellite სერიის ნოუთბუქები. მოკლედ კომპანია Sony-ს უგროვდება გამოსაცვლელი აკუმულატორების რაოდენობა, საინტარესოა რას უზამს კომპანია ამდენ უკან მიბრუნებულ აკუმულატორს, მათი საერთო რიცხვი კარგახანია 7 მილიონს გასცდა. იდეაში თუ ფულად გადავიანგარიშებთ ეს საქმე Sony-ს იაფი არ დაუჯდება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-10-2006, 22:55:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

Ja_Ja

ჰო, მაისშია გამოშვებული, ნუ ასე მახსოვს, ჩემი არაა, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრისაა, მე პირადად არ ვიყენებ.

შეგიძლია მიმითითო ტოშიბას ვებგვერდი? იქნებ ვინმეს დავუკავშირდე და გავარკვიო?

მადლობა წინასწარ.
17-10-2006, 16:12:47 | levani_sv

llev
ჰოო ცუდია თან ოფიციალურ საიტზე არ კონკრეტდება სად და როგრო მოხდება გამოცვლა

მისმინე და სენი ლეპი ზუსტად მაგ პერიოდშია გამოშვებული???
02-10-2006, 16:26:40 |

აუფ,

ვერაა ეგ კარგი ამბავი... მე მაქვს ახალი ტოშიბა სატელიტი ა405 - ეს 4201 და ჩემიც გამოსაცვლელია ალბათ, მაგრამ აქედან სად გავგზავნო?

02-10-2006, 03:39:59 | llev

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.