მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
GPS-ი ალბათ 2011 წელს გაითიშება

ყველამ ვიცით რომ ადამიანის მიერ გამოგონებული GPS სისტემა პრაქტიკულად უნივერსალად არის მიღებული ჩვენს პლანეტაზე ნავიგაციისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. ეს ყველაფერი ხორციელდება თანამგზავრების მეშვეობით. მაგრამ ამ ბედნიერებას როგორც ჩანს გარკვეული პრობლემები შეექმნება 2011 წლის მოახლოვებასთან ერთად. საქმე იმაშია რომ ეს სისტემა საკმაოდ მგრძნობიარე აღმოჩნდება მზის აქტივობის დაწყებასთან ერთად. ვინც არ იცის შევახსენებ ჩვენი მზე ყოველ 11 წელიწადში ერთხელ გადადის ახალ ფაზაში, რომელსაც მზის აქტივობას ეძახიან. ამ დროს მზე ზე ადგილმდებარეობას იცვლის მაგნიტური პოლუსები, თვითონ მზის ზედაპირზე კი წარმოიქმნენბა ვეებერთელა დაძაბულობა რაც კოსმოსში მზის ნაწილაკების ამოფრქვევით გამოიხატება.

თითქოს და არაფერია, მაგრამ მილიონობით კილომეტრზე დაცილებული მზის მიერ ამოფრქვეული ნაწილეკები ჩვენს ხელოვნურ თანამგზავრებს ორბიტას უცვლიან ეს კი თავის მხრივ იწვევს მათი ადგილმდებარეობის შეცვლას. მზის აქტივობის წინა პერიოდი მოვიდა 1998-1999 წლიდან 2000 წლამდე, შედეგად ამ პერიოდში  დედამიწაზე აღინიშნებოდა უფრო მაღალი რადიაცია, რამდენიმე ქვეყანაში მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, ალბათ გახსოვთ კანადის დაბნელება და ნიუ-იურკის 2 დღით დაბნელება, თუმცა ეს ორი შემთხვევა შედარებით ნაკლებად აქტიურ პერიოდში მოხდა 2000 წლის შემდეგ, შესაბამისად ასეთი შემთხვევების რისკ ფაქტორი მრავალჯერ აიწევს 2011 წლისთვის და მთავარი დარტყმა კი სწორე GPS-ზე მოვა.

პირველი GPS პრობლემები დაფიქსირებული იყო 2005 წელს აშშ-ს ფედერალური ავია ხაზების ადმინისტარციის მიერ და ბრაზილიის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ. თუ გავითვალისწინებთ რომ გლობალური პოზიციონირების პრობლემები წარმოიქმნა შედარებით პატარა აქტივობისას, მაშინ გასაგებია რომ მზის სრული აქტივობისას GPS სერიოზული პრობლემები ელის. დღეისათვის ექსპერტები თვლიან რომ GPS ნავიგაციის განვითარების პერიოდი ძირითადად მზის აქტივობის შედარებით ნაკლებ ფაზაში მიმდინარეობს, შედეგად პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს, მაგრამ თუ მოხდა ყველაფრის GPS-ზე გადაყვანა ამან შეიძლება კატასტროფული შედეგები მოგვცეს 2011-2012 წლებში. ჯერჯერობით ამ თემის შესახებ სრულ ინფორმაციას ორი მეცნიერი ფლობს Paul Kintner და Alessandro Cerutti, მათ მიერ სრული მონაცემები წარდგენილი იყო ამა წლის 28 სექტემბერს აშშ-ს ნავიგაციის ინსტიტუტში, შედეგებიდან გამომდინარე გასაგები ხდება რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში სერიოზულად იქნება გადასახედი GPS  ნავიგაციის პირობები, შეიძლება ტექნოლოგიაშიც კი იყოს შეტანილი ცვლილებები.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-10-2006, 19:54:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1


გამოხმაურება

ძალაინ საინტერესო ინფორმაციაა
03-10-2006, 09:23:08 | N1CK

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.